18
Oct
2018

კინო, როგორც აბი ინსპირაცია – სოფი ივანიშვილის #აზრები

18 Oct 2018

M2
M2


ადამიანებს იდეები ანთებს და ამოძრავებს. შენი იდეით სხვაც რომ აანთო, უნდა მოყვეყველა იდეა ხომ რაღაც ამბავია. კინო კიდევ იდეების ამბებად მოყოლისა და სხვებისთვის გადადების ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავი ხერხია. კარგ ფილმს შეუძლია შენს ინსპირაციას შეუჩიჩხინოს, ძალიან მოწყენილი გაგაღიმოს, ან პირიქით, მწარედ ჩაგაფიქროს სამყაროს ამაოებაზე

სოფი ივანიშვილი – კოპირაიტერი, Saatchi & Saatchi Tbilisi

მოკლედ, შემოქმედებითი კრიზისი გაწუხებს, ერთფეროვნება თუ ზედმეტი აჟიტირებააბი კინო ყველაფერს უშველის (თითქმის ყველაფერს). ესეც რამდენიმე აბი, რომლებმაც თავის დროზე იდეებით მომამარაგეს და რომლებიც, #ჩემიაზრით, ნახვად ღირს.

აბი #1 The General (Buster Keaton)
ამბავი ორთქმავლის ინჟინერი – ჯონი გრეის შესახებ, რომელსაც თავისი ორთქმავალიგენერალი, თითქმის ისევე უყვარს, როგორც სატრფოანაბელ ლი და უეცრად ორივეს ერთდროულად კარგავს.

ჩვენებები: ცრემლებამდე სიცილი; ადრენალინის მოულოდნელი მოზღვავებები; იმ საგმირო ისტორიების გახსენება, რომლებზეც ბავშვობაში ოცნებობდი; გაცნობიერება, რომ ყველაფრისთვის ბრძოლა ღირს, რაც შენთვის ძვირფასია.

უკუჩვენებები: შიგადაშიგ სუნთქვის შეკვრა; თანამედროვე პოპულარული, სუპერეფექტებით დახუნძლული კინოს უღიმღამობაზე ჩაფიქრება.

აბი #2 – The Nights of Cabiria (Federico Fellini)

მიამიტი გოგონას ამბავი, რომელიც თავს გადამხდარი დაუსრულებელი უბედურებების მიუხედავად, ადამიანურობის შენარჩუნებას ახერხებს.

ჩვენებები: სიცილი, ტირილი, კიდევ სიცილი; გაცნობიერება, რომ ემპათია და სიკეთე ადამიანების მთავარი და ყველაზე გამძლე ფარია ბოროტებისგან თავდასაცავად.

უკუჩვენებები: ცოტა უიმედობა, ცოტაც გაბრაზება იმაზე, რომ ადამიანებს ზოგჯერ შეგვიძლია, საშინლად ულმობელები ვიყოთ.

აბი #3Wings of Desire (Wim wenders)

ამბავი ანგელოზზე, რომელსაც დასავლეთ ბერლინის თავზე უჩინრად ხეტიალის დროს, ცირკის მშვენიერი აკრობატი შეუყვარდება და ადამიანად გადაქცევას გადაწყვეტს.

ჩვენებები: ჯადოსნური ამბებით აჟიტირება; ცაში ხშირად ყურების ჩვევის ჩამოყალიბება; სამსახურისკენ ჩვეულ გზაზე მეტი ლამაზი დეტალის შემჩნევა; გაცნობიერება, რომ ახლა და აქ რომ ხარ, ძალიან მაგარი ამბავია. ბონუსად, ნორჩი ნიკ ქეივის ხილვა ბერლინის ანდერგრაუნდ ბარში.

უკუჩვენებები: ცაში ხშირად ყურებისგან კისრის ტკივილი; ხანგრძლივი მოწყენილობის შეგრძნება; ბევრი უპასუხოდ დარჩენილი კითხვის დაგროვება.

აბი #4 Big Fish (Tim burton)

ამბავი ჯადოსნურ თავგადასავალზე, რომელიც მამისა და შვილის ურთიერთობის სიღრმეებში გვამოგზაურებს.

ჩვენებები: გაცნობიერება, რომ მშობლებს ბევრად ხშირად უნდა ჩაეხუტო, ვიდრე ახლა ეხუტები. ასევე, უნდა შეწყვიტო ლოდინი, რომ საინტერესო რამეები თავისით გადაგხდეს და თავად მოუწყო თავგადასავლები საკუთარ თავს.

უკუჩვენებები: შემაწუხებელი ფიქრები იმაზე, თუ უკვე რამდენი დრო გაქვს გაფლანგული და კიდევ რამდენს გაფლანგავ.

აბი #5 Paterson (Jim Jarmusch)

პატერსონის ამბავი, რომელიც მის მოსახელე ქალაქში ყოველდღე ატარებს ავტობუსს და წერს ლექსებს.

ჩვენებები: აღმოჩენა, რომ რუტინა არც ისე საშიში სიტყვაა; საწოლზე წოლისა და ჭერში ყურებისას დანაშაულის შეგრძნების გაქრობა; პატარა, უბრალო დეტალებით ტკბობის ნიჭის შეძენა.

უკუჩვენებები: ერთობ მიჩვევადი მელანქოლია; შენი დაწერილი ლექსების უცხო ადამიანებისთვის ხმამაღლა წაკითხვის დაუოკებელი სურვილი. 

განხილვა