საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი საქველმოქმედო კამპანიას „აჩუქე სიხარული“ იწყებს.
„ქვეყანაში მიმდინარე კრიზისული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაუქმოთ დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები. თუმცა, სწორედ ამ რთულ პერიოდში გვინდა იმ ბავშვების გახარება, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ჩვენს მხარდაჭერას.“ – აცხადებენ კომპანიაში.
საზოგადოებას კამპანიაში ჩართვა შეუძლია:
- ფულადი შემოწირულობის გაკეთებით ანგარიშზე: GE87BG0000000342995900
- საჩუქრების გაგზავნით: ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის 11ა
„თქვენი ყოველი შემოწირულობა თუ საჩუქარი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მატერიალური დახმარება – ეს არის სიხარული, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ახსოვთ პატარებს.“
კამპანიის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ჰეშთეგებით: #აჩუქესიხარული #SOSბავშვთასოფელი #nochildalone
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
Email: [email protected]
ტელეფონი: 595 89 55 89
ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ:
„საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 35 წელია ზრუნავს მზრუნველობამოკლებულ და მიტოვების რისკის წინაშე მყოფ ბავშვებზე. ჩვენი მისიაა, თითოეულ მათგანს შევუქმნათ უსაფრთხო და სტაბილური გარემო, სადაც იგრძნობენ ოჯახურ სითბოს, სიყვარულს და მხარდაჭერას. ორგანიზაცია ასევე ხელს უწყობს ბავშვების განათლებას, პიროვნულ განვითარებას და მომავლისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარებას. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს და ბავშვთა უფლებების დაცვას, რათა თითოეული ბავშვი აღიზარდოს ღირსეულ და ბედნიერ გარემოში.“
[პარტნიორის კონტენტი]