1 აპრილს, ვებგვერდზე www.myauto.ge ახალი, თითქოს სტანდართული და მიმზიდველი განცხადება გამოჩნდა: იყიდებოდა BMW მარკის ავტომობილი, “SOS, ცოლმა გაიგო და მაგიტომ ვყიდი” მშვენიერი მონაცემებით და მიმზიდველი ფასით. ერთი შეხედვით განცხადებაში უჩვეულო არაფერი იყო, მაგრამ მის მიღმა სრულიად განსხვავებული, კრეატიული და ინტერაქციული თამაში იმალებოდა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა ინტერნეტში და მალე ვირუსულადაც გავრცელდა [თამაშის სანახავად http://www.tegetamotors.ge/philips/ ]

მარკეტერი თეგეტა მოტორსის პიარ მენეჯერს – თამარ სეფერთელაძეს ესაუბრა:
M: სულ თავიდან რომ დავიწყოთ, რომ მოგვიყვე რა პროდუქტზეა საუბარი და რატომ აკეთებდა მის პრომო კამპანიას თეგეტა მოტორსი?
საუბარი არის PHILIPS-ის ბრენდის ავტონათურებზე. PHILIPS-ი გერმანული ლიდერი ბრენდია, „თეგეტა მოტორსი“, კი საავტომობილო განათებებში მისი ოფიციალური წარმომადგენელი.
M: კონკრეტული ამოცანა რა იყო კამპანიის?
PHILIPS-ის ავტონათურები – უმაღლესი ხარისხის პროდუქტია და იგი სრულად აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს. მას სტანდართულ ნათურებთან შედარებით აქვს 100% მძლავრი ნათების უპირატესობა, რაც ღამე და უამინდობაში ავტომობილის მართვას უსაფრთხოს ხდის, ასევე იგი 4–ჯერ მეტი სიცოცხლისუნარიანობითაც ხასიათდება.
ამჟამად თეგეტა მოტორსში PHILIPS-ის ავტონათურებზე –15%–იანი ფასდაკლებაა. ჩვენ გვინდოდა ზემოთხსენებული მახასიათებლების წარმოჩენა და სხვა ნათურებთან შედარებით მისი უპირატესობის ხაზგასმა, ამავდროულად ფასდაკლების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება. ჩვენი მიზანი იყო კამპანია ყოფილიყო განსხვავებული, მარტივი, ადვილად აღქმადი და ინტერაქტიული.
M: ძალიან ორიგინალური გამოსავალი მოიფიქრეთ, რომ მოგვიყვე რა გაკეთდა კონკრეტულად და ვინ იმუშავა პროექტზე?
როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენი მიზანი იყო, რომ კამპანია ყოფილიყო კრეატიული, ადვილად აღსაქმელი და განსხვავებული; რომელიც კარგად დაანახებდა მომხმარებლებს მის უპირატესობებს. ბევრი ვარიანტი განვიხილეთ, ბევრი სხვა იდეებიც გვქონდა, მაგრამ უმთავრესი მიზეზი, რატომაც თამაშზე შევაჩერეთ არჩევანი მომხმარებლის ინტერაქციულობაა. თამაშის წყალობით, მომხმარებელს მიეცა საშუალება, ვირტუალურად თავად გამოეცადა 100%–ით მეტი ნათების უპირატესობა და თავად დაენახა სხვაობა სხვა ნათურასა და PHILIPS-ის ავტონათურებს შორის. კრეატიული კონცეფციის ავტორი და შემსრულებელი არის ციფრულ სააგენტო „Redberry“.
M: როგორი შედეგები ქონდა პროექტს? რამდენად ეფექტური იყო ეს ყველაფერი?
შედეგები მართლაც შთამბეჭდავი იყო და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კამპანიის მიმდინარე შედეგებმა ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა. ერთ დღეში განცხადებას რეკორდული მაჩვენებლები ჰქონდა: 59.000 ნახვა და 3.020 გადაშეარება. პოზიტიური განწყობა მათ კომენტარებშიც იგრძნობა და დიდი მადლობა მათ ამისთვის. რა თქმა უნდა, მარტო შეარების რაოდენობა საკმარისი არ არის; კამპანიას ეფექტურად არ ჩავთვლიდით, ეს მონაცემები გაყიდვების მაჩვენებლებთან რომ არ ყოფილიყო კორელაციაში.













