in ,

#SoSorry – კანადელების გზავნილი 125 წლის იუბილეზე: ბოდიში, ასეთი მაგრები რომ ვართ!

კანადელებს უყვართ ბოდიშის მოხდა. ზოგჯერ მცირე მიზეზით, ზოგჯერ კი სრულიად უმიზეზოდ. თუმცა, ამჯერად, მათ ბოდიშს საფუძველი აქვს და ეს კალათბურთში მათი წარმატებაა.

BOG
BOG

#SoSorry ჰეშთეგითა და 30 წამიანი ვიდეორგოლით კანადელები სხვების დაჩრდილვისთვის იხდიან ბოდიშს.

 

 

წელს კანადურ კალათბურთს 125 წელი შეუსრულდა, ახალი ვიდეორგოლიც სწორედ ამ ფაქტს მიეძღვნა. რეკლამაში ცნობილი კანადელი სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც სხვადასხვა ყოველდღიურ სიტუაციში უამრავ ბოდიშს იხდიან.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიხედვით (FIBA), კანადელი ქალების საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს, მამაკაცების კი 26-ეს. რაც შეეხება ბოდიშის მოხდას, აქ ისინი პირველობას არავის უთმობენ.

ვიდეორგოლზე სააგენტო SapientNitro-მ იმუშავა.

„ჯეოსელის“ ახალი მობილური აპლიკაცია Movla, ქვეყნის მოვლისთვის

აკრობატული ილეთები ჯინსის შარვლებით – Diesel-ი მომხმარებელს ინტერაქტიულ კატალოგს სთავაზობს