in

პირველად ისტორიაში სოტბის აუქციონზე ნამუშევარი კრიპტოვალუტაში გაიყიდა

პირველად ისტორიაში სოთბის აუქციონზე ხელოვნების ნიმუში კრიპტოვალუტაში გაიყიდა. აუქციონის სახლმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ ბენქსის “სიყვარული ჰაერშია” 12,9 მილიონ დოლარად გაიყიდებოდა აუქციონზე. აუქციონი  14 წუთი გაგრძელდა და მასში ოთხი პრეტენდენტი მონაწილეობდა.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რომელი კრიპტოვალუტით შეიძინეს ნამუშევარი, თუმცა კი, ვარაუდობენ რომ ის ეთერეუმით გაიყიდა.

“Love is in the air” ბენქსის ნამუშევარია – ის ასახავს მომიტინგეს, რომელიც ყვავილების თაიგულს ისვრის.

მოგზაურობა საკუთარ თავში, ანუ სამყაროს მიღმა – თამარა ქლიბაძის ამბავი

Mubic Table – მაგიდა, რომელიც სხვადასხვა ზომად იშლება