5
Nov
2018

ფიროსმანის ნახატი „ქართველი ქალი ლეჩაქით“ „სოთბის“ აუქციონზე გაიყიდება

5 Nov 2018

„სოთბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „ქართველი ქალი ლეჩაქით“ გაიყიდება. ნამუშევრის საწყისი ფასი 500 000-დან 700 000-მდე გირვანქა სტერლინგია და მისი ყიდვა 27 ნოემბერს იქნება შესაძლებელი. „ქართველი ქალი ლეჩაქით“ რუსული ნახატების სექციაში იყიდება, თუმცა აუქციონის ვებგვერდზე ხაზგასმულია ნახატის ქართული წარმომავლობა – ნიკო ფიროსმანი ქართველ მხატვრად არის მოხსენიებული.

რაც შეეხება ნახატის კონტიენტთაშორისი მიგრაციის ისტორიას. „სოთბის“ აუქციონის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ფიროსმანის ნახატი ავსტრიელმა ავტორმა – შტეფან ცვაიგმა 1928 წელს შეიძინა. ის ამ დროს მოსკოვში, მწერალ ლევ ტოლსტოის დაბადების დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდა. ნახატი „ქართველი ქალი ლეჩაქით“ მან „ტრეტიაკოვის“ გალერეაში ნახა და თქვა, რომ ფიროსმანი შესაძლოა ყოფილიყო „ნამდვილი აღმოჩენა ევროპისთვის“. ნახატი მწერლის ფავორიტად იქცა და ის მას თან სდევდა ავსტრიიდან ლონდონში, შემდეგ კი ნიუ-იორკსა და ბრაზილიაში ემიგრაციისას. შტეფან ცვაიგის ნაწარმოებები ორმოც ენაზეა ხელმისაწვომი, მისი გარდაცვალების (1942) შემდეგ, ნახატი მემკვიდრეობით გადაეცა მწერლის პირველ მეუღლეს ფრიდერიკე მარია ცვაიგს, რომელმაც ნახატი მეგობარ ჰარი ცონს აჩუქა (1953). 1981 წელს, ცონმა ნახატი ნიუ-იორკში მდებარე ფრედონიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეჯში არსებულ ცვაიგის მუზეუმს აჩუქა, სადაც ის ამ დრომდე ინახებოდა.

ეს არ არის პირველი პრეცედენტი, როცა „სოთბის“ აუქციონზე ნიკო ფიქროსმანის ნახატი იყიდება. 2016 წლის ივნისში 629 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა ფიროსმანის ნახატი „შველი წყლის პირას“.

განხილვა