Sotheby’s აუქციონი – მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი სააუქციონე სახლია, რომლის ისტორიაც ორნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს მოიცავს. ის პრესტიჟული სივრცეა სახვითი ხელოვნების, სამკაულების, იშვიათი წიგნების, ანტიკვარიატისა და სხვა ნივთების მფლობელებისა და მოყვარულებისთვის. ეს არ არის მხოლოდ სავაჭრო ადგილი, Sotheby’s-მ დიდი როლი ითამაშა გლობალური ხელოვნების ბაზრის ჩამოყალიბებაში.
პრესტიჟული ხედვა
Sotheby’s 1744 წელს ლონდონში წიგნის გამყიდველ სამუელ ბეიკერის მიერ დაარსდა, რომელმაც დაინახა მზარდი მოთხოვნა იშვიათი წიგნებისა და ხელნაწერების კოლექციონერებში. თავდაპირველად კომპანიას ერქვა „ბეიკერი და ლი”, რომელიც ფოკუსს მხოლოდ წიგნებზე აკეთებდა.
პირველი აუქციონი ჩატარდა 1744 წლის 11 მარტს, ეს იყო ეპოქა, როდესაც წიგნები ძალიან ღირებული იყო და ელიტაში იშვიათი კოლექციებისადმი ინტერესი მატულობდა.
სახელის შეცვლა
1800 წელს სამუელ ბეიკერის ბიზნესპარტნიორი, ჯორჯ ლი პენსიაზე გავიდა და და კომპანიას დაერქვა Sotheby’s მისი დამფუძნებლის, სამუელ ბეიკერის სახელით, რომელიც განაგრძობდა აუქციონის სახლის მართვას მზარდი წარმატებით. მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში Sotheby’s გახდა ცნობილი აუქციონი, რომელმაც რეპუტაცია მოიპოვა იშვიათი და ღირებული წიგნებით.
მე-19 საუკუნისთვის ბრენდმა დაიწყო თავისი ფოკუსის გაფართოება წიგნების მიღმა, ხელოვნებისა და ანტიკვარიატიის მიმართულებით, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა მისი პოზიცია საერთაშორისო აუქციონის სამყაროში. სწორედ ამ პერიოდში გახდა Sotheby’s მაღალი დონის, პრესტიჟული აუქციონების სინონიმი.
გაფართოება მსოფლიოში
Sotheby’s-ის არ გასჭირვებია თავისი სახელის გლობალურად გავრცელება. 1955 წელს აუქციონის სახლმა გახსნა თავისი პირველი საერთაშორისო ფილიალი ნიუ-იორკში, რაც მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი იყო მის გაფართოებაში დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ. ამერიკული ხელოვნების ბაზრის ზრდასთან ერთად, ნიუ-იორკის აუქციონებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ხელოვნების სამყაროზედა Sotheby’s გახდა წამყვანი ძალა სახვით ხელოვნებაში, განსაკუთრებით, თანამედროვე ნამუშევრების გაყიდვაში.
შემდგომმა გლობალურმა ზრდამ ბრენდი ჰონგ კონგში წაიყვანა 1973 წელს, პარიზში (1977) და სხვა დიდ ქალაქებში ოფისებისა და აუქციონების გახსნით, რაც დაეხმარა Sotheby’s-ს, გამხდარიყო ჭეშმარიტად საერთაშორისო ინსტიტუტი.
ინოვაციები აუქციონის სამყაროში
Sotheby’s-მ ინოვაციები მე-20 საუკუნის განმავლობაშიც გააგრძელა და ამ ბიზნესში ახალი ტენდენციების დანერგვა დაიწყო. ამ პერიოდში მან დაიწყო „აუქციონის კატალოგის” გამოცემა – ბეჭდური აპლიკაციის, რომელშიც ლოტების დეტალური აღწერა იყო გადმოცემული. ეს საშუალებას აძლევდა კოლექციონერებს, მოემზადებინათ და შეეფასებინათ ნივთები აუქციონის დაწყებამდე.
1973 წელს Sotheby’s-მ კიდევ ერთი გაბედული ნაბიჯი გადადგა და გაერთიანდა Parke-Bernet Galleries-თან, დიდ ამერიკულ აუქციონთან. ამ შერწყმამ გააფართოვა მისი მიღწევები და გააძლიერა მისი პოზიცია.
ახალი მფლობელის სკანდალი
1983 წელს Sotheby’s იყიდა ალფრედ ტაუბმანმა, სავაჭრო ცენტრის მფლობელმა, რომელიც ცოტა ხანში გაასამართლეს ფასის დაფიქსირების სქემის ორგანიზებისთვის კონკურენტი აუქციონის სახლთან, Christie’s-თან. შემდგომში მან ციხეში მოიხადა სასჯელი და გაყიდა თავისი საკონტროლო წილი კომპანიაში. 2019 წელს Sotheby’s-მა გამოაცხადა, რომ დათანხმდა BidFair USA-ს თანამშრომლობაზე, რომელიც ეკუთვნის ტელეკომუნიკაციების მეწარმე პატრიკ დრაჰის.
21-ე საუკუნეში კი ის არ ჩამორჩა ტექნოლოგიებს და ონლაინაუქციონების პრაქტიკა დანერგა.
საუკუნის აუქციონები
კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო 1997 წელს „უინძორის ჰერცოგის კოლექციის“ გაყიდვა, რომელიც მოიცავდა ფასდაუდებელ სამკაულებს, ავეჯს და ნამუშევრებს. ამ ღონისძიებამ ხელი შეუწყო მზარდი ინტერესის დემონსტრირებას ძვირადღირებული ნივთებისა და მაღალი ღირებულების კოლექციების მიმართ.
ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი აუქციონი ჩატარდა 2017 წელს, როდესაც ლეონარდო და ვინჩის ნახატი “Salvator Mundi” რეკორდულ ფასად, 450,3 მილიონ დოლარად გაიყიდა, რითაც ის გახდა ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი, რომელიც ოდესმე გაყიდულა აუქციონზე.
Sotheby’s აუქციონი დღეს
დღესდღეობით Sotheby’s რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ უპირველეს აუქციონის სახლად, რომელიც გარდა ხელოვნებისა და ანტიკვარიატისა, მოიცავს იშვიათი ღვინისა და ისტორიული ნივთების კატეგორიასაც. ის განაგრძობს დომინირებას ხელოვნების ბაზარზე, მასპინძლობს აუქციონებს მსოფლიოს დიდ ქალაქებში, მუშაობს, როგორც გლობალური ბაზარი, რომელიც პლანეტის ყველაზე მდიდარ და გავლენიან ადამიანებს აერთიანებს.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.