in

სოციალური მედიის მარკეტინგის ტენდენციები 2022 წლისთვის — ნაწილი პირველი

მიიღეთ რჩევები პროფესიონალებისგან!

სტატიაში 21 საუკეთესო მარკეტერის პროგნოზებს შემოგთავაზებთ, რათა მომავალი წლის მარკეტინგული გეგმებისთვის მზადება აქედანვე დაიწყოთ…

#1: Reels ინსტაგრამის მარკეტინგის წარმატებას მართავს

ცოტა ხნის წინ ინსტაგრამის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ აღნიშნა, რომ პლატფორმა პარადიგმის ცვლილებას ითვალისწინებს და მომხმარებლები უფრო გასართობ ვიდეო კონტენტს ითხოვენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დროა, კომპანიებმა რაც შეიძლება მალე დაიწყონ ამ ცვლილების მიღება, რათა 2022 წლისთვის პლატფორმის ეფექტური პოპულარიზაცია მოხდეს. ვიდეო კონტენტი უნდა იყოს კრეატიული, ინოვაციური და სახალისო. სწორედ ასე შეიძლება დღევანდელ ციფრულ მარკეტინგში ადგილის დამკვიდრება.

ვიდეო ყველაზე ეფექტური რეგულარული და ფასიანი რეკლამაა… განსაკუთრებით მაშინ, თუ ორგანულად და ავთენტურად გამოიყურება — არ ჰგავს ჩვეულებრივ რეკლამას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მიერ შექმნილი კონტენტი სტრატეგიულად უკავშირდებოდეს აუდიტორიას. ამასთან, შეგიძლიათ უკვე არსებული ვიდეოები გარდაქმნათ რეკლამებად.

#2: Facebook რეკლამის წარმადობა უფრო ეფექტურია

როგორც ჩანს, მიმდინარე წლის განმავლობაში Facebook-ის რეკლამები მეტად ეფექტური გახდა, ვიდრე ოდესმე. რეკლამებს ვხვდებით როგორც უშუალოდ ფეისბუქის პლატფორმაზე, ისე მესენჯერში. კონტენტის შემქმნელებმა უნდა იმედოვნონ, რომ ეს ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება. ასევე, მოსალოდნელია სტაბილური კონვერტაციის API-სა და გაუმჯობესებული პიქსელის მიღებაც.

ამ შემთხვევაშიც ინარჩუნებს აქტუალობას მცირე ხანგრძლივობის ვიდეოები, რომლებიც მარტივი საყურებელი, ძალიან ინფორმატიული და ვიზუალურად მიმზიდველია. გახსოვდეთ, ასეთი ტიპის ვიდეოების პოპულარობა არ გაქრება!

#3: რა არის ისევ ძველი და ახალი: ფოკუსირება უფრო დიდი ვიდეოების ხელახლა განსაზღვრაზე

გასაგებია, რომ 2021 მცირე ხანგრძლივობის ვიდეოებისთვის იდეალური წელი აღმოჩნდა. თუმცა სოციალურ მედიაში მცირე ცვლილებებია — TikTok-მა კონტენტის ხანგრძლივობა 3 წუთამდე გაზარდა. ეს ერთგვარი საწყისი ნაბიჯია უფრო გრძელი ვიდეოების გააქტიურებისკენ.

ამასთანავე, ქლაბჰაუსმა, თვითერმა და ფეისბუქმა ციფრული აუდიო სივრცეების დანერგვას შეუწყო ხელი. რომ აღარაფერი ვთქვათ პოდკასტინგის პოპულარობის ზრდაზე, თუნდაც YouTube-ის ინიციატივების სახით. ამრიგად, თუ საუბრის ნიჭი გაქვთ, ახლა ნამდვილად თქვენი დროა!

#4: Facebook-ის ნიშაა, მისი გამოცდილება წამყვანი მარკეტინგული არხი გახდეს

როგორც იცით, ფეისბუქი მსოფლიოს დომინანტი სოციალური ქსელის სტატუსს ინარჩუნებს — ყოველთვიურად 2.9 მილიარდი აქტიური მომხმარებლით. ამასთან, მომხმარებელთა სულ უფრო მზარდ რაოდენობას სურს სუბკულტურებისა და კონკრეტული თემების ირგვლივ მიიღონ გამოცდილება.

საბედნიეროდ, პლატფორმა დაკავშირებული გამოცდილების უფრო პირადი ტიპების შეთავაზებით გამოირჩევა. ბრენდებმა და კომპანიებმა უნდა გააორმაგონ ძალისხმევა სამ ძირითად სფეროში, რათა ხელი შეუწყონ თავიანთი ურთიერთობების გაღრმავებას და აუდიტორიასთან მეტი ნდობის დამყარებას:

  • ფეისბუქის ჯგუფები სტრატეგიულად უნდა უკავშირდებოდეს შესაბამის გვერდს. ამასთანავე, ჯგუფები უფრო სანდო და მიმზიდველი უნდა იყოს, როგორც მოდერატორებისთვის, ისე წევრებისთვის.
  • შეგიძლიათ, პირდაპირი აუდიო ოთახები ჯგუფებში წევრებთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციისთვის გამოიყენოთ.
  • არ დაგავიწყდეთ არა მხოლოდ აუდიო, არამედ პირდაპირი ტრანსლაციებიც — Facebook Live. ეს უკანასკნელი ნამდვილად საუკეთესოა პირისპირ ინტერაქციის დასამყარებლად.

#5: მარკეტერები მარკეტინგის საფუძვლებს უგულებელყოფენ

ცხადია, 2020 წელს კომპანიების უმეტესობა მაინც არ მიიღებს დასახელებულ ტრენდებს, თუნდაც დანამდვილებით იცოდნენ მათი სარგებლის შესახებ. მათი ნაწილი (განსაკუთრებით B2B კომპანიები) არ განიხილავს პროდუქციის ან მომსახურების ცვლილებებს.

საქმე იმაშია, რომ მარკეტინგის საფუძვლების ცოდნა ყოველთვის მნიშვნელოვანია. სწორედ მისი მეშვეობით შეიძლება შესაძლებლობების თუ შედეგების ადვილად გაუმჯობესება. ამის გარეშე კი კომპანიების უმეტესობა ძალიან დიდ დროს დახარჯავს იმაზე ფიქრში, თუ როგორი იქნება მეტავერსი 10 წელიწადში. ეს სულაც არ არის გასაკვირი იმის ფონზე, რომ ამჟამინდელი ვებგვერდების დიდი ნაწილი თვითმომსახურების ინსტრუმენტებსაც კი არ გვთავაზობს.

#6: ინსტაგრამის ორგანული ვიდეო ინტიმურ ურთიერთობას და ნდობას აყალიბებს

როდესაც ინსტაგრამი დაარსდა, იგი ფოტოგრაფიის აპლიკაციად მოიაზრებოდა. დღეისათვის კი მასში ვიდეოების გამოყენება იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. თუ გინდათ, რომ თქვენ მიერ შესრულებულმა სამუშაომ რეალურად იმოქმედოს საზოგადოებაზე, აუცილებლად უნდა გამოიყენო ვიდეო კონტენტი. სწორედ ასე აღძრავთ აუდიტორიაში ნდობას. ცხადია, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ მახასიათებელს მიმართავთ — პოსტად დადებას, პირად შეტყობინებებში გაგზავნას თუ Instagram Live-ს.

#7: ინსტაგრამი სტრატეგიულ ფოკუსს აძლიერებს

2021 წელს დანერგილ რამდენიმე ფუნქციას თუ გადავხედავთ, ნათელია, რომ ინსტაგრამი ინვესტირებას თავის ელექტრონულ კომერციასა და კრეატიულ ინსტრუმენტებში ახორციელებს. დიდი ალბათობით, 2022 წლისთვის ეს ტენდენცია მეტად გაიზრდება. შესაბამისად, კომპანიებმა ერთგვარი ბალანსი უნდა მონახონ. ზოგიერთი მათგანი იძულებულია, სოციალურ მედიას ნაკლები ყურადღება დაუთმოს, რათა სხვა მიმართულებით ფოკუსირდეს. ნაწილი კი პირიქით, მეტად მუშაობს სოციალური მედიის სტრატეგიის კუთხით.

ახლა კი ბიზნესის უკლებლივ ყველა მფლობელს მოუწევს იმის სწავლა, თუ როგორ გამოიტენოს ინსტაგრამი ეფექტურად — ანუ, გაყიდვების ინსტრუმენტად და ისე, რომ დამატებითი დროისა თუ რესურსის საჭიროება არ იყოს. პლატფორმის მძლავრი ფუნქციების კომპლექტის ცოდნით და იმის გაგებით, თუ რომელი მათგანია საუკეთესო გამომწერების, ჩართულობის, ლიდერებისა და გაყიდვებისთვის, ბიზნესს შეუძლია, სტრატეგიული ინვესტიცია განახორციელოს.

#8: YouTube Shorts ყურადღების გაფანტვაა

2022 წელს კონტენტის შემქმნელებმა რამდენიმე ტენდენცია უნდა გაითვალისწინონ:

  • იცვლება ვიდეოების ძიების მეთოდი. გასულ წლებში თუ სწორ საკვანძო სიტყვას იპოვიდით და ტეგირების ძლიერ სტრატეგიას გამოიყენებდით, მარტივად შეძლებდით რეიტინგში პირველი ადგილის დაკავებას. ახლა კი, 2022 წლიდან ტეგები დიდ როლს აღარ ითამაშებს ძიებაში. დომინანტური ძიების გასაღები სწორ საკვანძო სიტყვაში მდგომარეობს, თქვენს სათაურსა და აღწერილობაში.
  • YouTube Shorts არ არის ის, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ… ეს შეიძლება, არაპოპულარული მოსაზრება ან პროგნოზი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ კონტენტის ბევრმა შემქმნელმა სწორედ ამ გზით მიაღწია წარმატებას, ეს ნამდვილად არ არის პლატფორმის მომავალი. ამრიგად, ექსპერტები არ გვირჩევენ ძალისხმევის მისკენ მიმართვას. სანაცვლოდ, იუთუბის მომხმარებლებს ვრცელი კონტენტი სურთ.
  • იყავით განსხვავებული და შექმენით ისეთი კონტენტი, რომელიც სხვა ყველასაგან გამოგარჩევთ.

# 9: ვიდეოს ორგანულ მარკეტინგამდე მივყავართ LinkedIn-ზე

2021 წელს LinkedIn-მა გამოუშვა Creator Mode, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ინსტრუმენტი — ეს არის პროფესიონალებს წახალისებისა და მხარდაჭერის გზა. უფრო კონკრეტულად, მისი მეშვეობით, ხელმძღვანელებს მეტად ორიგინალური კონტენტის შექმნა და საზოგადოებამდე მიტანა შეუძლიათ. 2022 წლისთვის კი, სავარაუდოდ, პლატფორმაზე განსაკუთრებით გააქტიურდება ვიდეო კონტენტი.

როგორც მოსალოდნელია, კომპანია Creator Mode-ში მოკლე ვიდეოების ფუნქციას ჩააინტეგრირებს. ამ ფუნქციის შესახებ ზემოთ საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ და ალბათ, ზედმეტი იქნება იმის თქმა, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ის ამ შემთხვევაშიც. ლიდერები აქტიურად გამოიყენებენ ახალ მახასიათებელს, თავიანთი პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაციისთვის.

#10: TikTok-ზე ელექტრონული კომერცია იზრდება, ტენდენციის სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება

TikTok-მა სოციალურ მედიასა და გართობაში, როგორც კულტურულ ფენომენში, საკმაოდ მყარი პოზიცია დაიკავა. მას უკვე ერთ მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და, სავარაუდოდ, ეს რიცხვი 2022 წლის გაზაფხულისთვის 1.5 მილიარდამდე გაიზრდება.

მომავალი წლისთვის მარკეტერებისთვის ოთხი ძირითადი სფერო გამოიკვეთა, რომელიც მონეტიზაციის მეტ შესაძლებლობებს მოგცემთ:

  • პირველი, ეს არის პირდაპირი ტრანსლაციის სწრაფი ზრდა. პლატფორმა უკვე ძალიან პოპულარულ ცოცხალი სტრიმინგის ფუნქციების გაფართოებას აგრძელებს, რათა მეტი მომხმარებელი წაახალისოს ჩართულობის — როგორც ზრდისა და აღზრდის სტრატეგიის კუთხით.
  • მეორე — აპლიკაციაში მეტი სავაჭრო ფუნქციის გამოჩენაა მოსალოდნელი. Shopify-თან პარტნიორობისა და ბიზნეს ანგარიშების პროდუქციის ეტიკეტირების შესაძლებლობის გათვალისწინებით, ეს მოლოდინი საკმაოდ რეალურია. უკვე გაშვებული Douyin აპლიკაციის ჩინურ ვერსიაში, TikTok მაღაზიები ბრენდებსა და ბიზნესის მფლობელებს საშუალებას აძლევს, შექმნან ონლაინ მაღაზია, რომელიც გაყიდვების მრავალფეროვან შესაძლებლობებს მოიცავს.
  • ავთენტურობა, ინდივიდუალობა და საიმედოობა კვლავაც წარმატების მთავარ ფაქტორებად რჩება. ამასთან, ბრენდის ჰუმანიზაცია მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.
  • შემცირდება ტენდენციის შესაბამისობის პერიოდი. მომხმარებლები სწრაფად ითვისებენ ტენდენციებს და სავარაუდოა, რომ ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება ტენდენციების ადრეული პროგნოზირებისთვის. ახლახან შეიქმნა საგანმანათლებლო ინსტრუმენტები: ამოქმედდა კრეატიული ცენტრი, რომელიც ბრენდებს პლატფორმისთვის შესაბამისი კამპანიების შექმნაში ეხმარება.
  • დაბოლოს, მოთხოვნა გაიზრდება მომხმარებლის მიერ გენერირებულ კონტენტზე. თავის მხრივ, პლატფორმა ახალი მახასიათებლებით გააგრძელებს მათ მხარდაჭერას. კერძოდ, საგულისხმოა კონტენტის შემქმნელებსა და კომპანიებს შორის პარტნიორობის შესაძლებლობა — ამ გზით მომხმარებელს გენერირებული კონტენტი მიეწოდება, რომელიც დინამიკურად და ბუნებრივად გამოიყურება.

ვუფრთხილდებით დედამიწას და გარემოს – „ბრენდფორდი“ მომავალ წელს იგივე სათამაშო ფორმით ითამაშებს

პირატული საიტები დიდ ზიანს აყენებს მედია-კინო-ინტერნეტ ინდუსტრიას! – ნახეთ ACAG-ის კონკურსის შედეგები და ამ თემაზე შექმნილი ყველა პოსტერი!