in

რამდენად უკავშირდება სოციალური მედიის ჭარბად გამოყენება დეპრესიას?

და რამდენად გვეხმარება თერაპიები?

ახალი კვლევის თანახმად, პრობლემური სოციალური მედიის გამოყენების შესამცირებლად შემუშავებული ქცევითი თერაპია დეპრესიული ადამიანების მენტალურ კეთილდღეობას აუმჯობესებს. პრობლემურად კი ის შემთხვევები ითვლება, როცა სოციალური მედია ადამიანებს ყოველდღიურ აქტივობებში უშლის ხელს. უახლესი მეცნიერული ნაშრომი ამას, თავის მხრივ, 23 კვლევის გაანალიზების შედეგად გვეუბნება, რომლებიც 2004-2022 წლებში ჩატარდა. 

M2
M2

University College London-ის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 70%-ში სოციალური მედიის გამოყენების შეზღუდვა დეპრესიაზე დადებითად აისახებოდა. კვლევების მესამედში კი, მსგავსი ჩარევები მენტალურ კეთილდღეობას აუმჯობესებდა. 

ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ 10-დან 7 კვლევაში, რომლებიც სოციალური მედიის აკრძალვას ტესტავდა მონაწილეებზე, უფრო დაბალი დეპრესიის მაჩვენებლებს იღებდნენ იმ ადამიანებთან შედარებით, რომელთაც მსგავსი ჩარევისთვის არ მიუმართავთ. ასეთი თერაპიები კი სოციალური მედიის პრობლემური გამოყენებისას ადამიანებს, შესაძლოა, დაეხმაროს, მეტად დაფიქრდნენ მის გამოყენებაზე და იმაზე, თუ როგორ აგრძნობინებთ ეს თავს, — აცხადებს რუთ პლაკეტი, University College London-ის კვლევის წამყვანი ავტორი.

სოციალურ მედიას როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური გავლენა აქვს

ჰარვარდის უნივერსიტეტის 2019 წლის კვლევა გვეუბნება, რომ ის, თუ როგორ ვიყენებთ  სოციალურ მედიას განაპირობებს მის ზემოქმედებს ჩვენსავე კეთილდღეობაზე. როგორც ამბობენ, რუტინული გამოყენება დადებით ჯანმრთელობის შედეგებს უკავშირდება, როცა სოციალურ მედიასთან ემოციური კავშირი, მაგალითად ტელეფონის მუდმივად შემოწმება იმის შიშით, რომ რამე არ გამოგვრჩეს, უკვე ნეგატიურ შედეგებს გვაძლევს. 

ზოგიერთ კვლევაში სოციალური მედიის გამოყენებასა და დეპრესიისა თუ შფოთვის გაზრდილ სიმპტომებს შორის კავშირი იპოვეს, მაგრამ პრობლემას მონაწილეთა მიკერძოებები წარმოადგენდა სოციალური მედიის გამოყენებასთან მიმართებით… თუმცა 2023 წლის კვლევა ამბობს, რომ Facebook-ის გამოყენება სულაც არ უკავშირდება ფსიქოლოგიურ ზიანს…

უახლესი მეცნიერული ნაშრომის მიხედვით, სოციალური მედიის გამოყენებასა და მენტალურ ჯანმრთელობას შორის არსებული ურთიერთობა კომპლექსურია. ზოგიერთი კვლევა ამბობს, რომ სოციალური მედიის გაუქმება ისეთ ნეგატიურ ეფექტებს უკავშირდება, როგორიც მარტოობაა, ზოგიც კი, პირიქით, გვეუბნება, რომ სოციალური მედია ადამიანებს დეპრესიასთან გამკლავებაში ეხმარება. ამიტომ, კიდევ უფრო მეტი კვლევაა საჭირო, რათა გავიგოთ, რა გარემოებებში და ვისთვის შეიძლება იყოს სოციალური მედია სასარგებლო ან საზიანო, — აცხადებენ მკვლევრები.

Samsung Galaxy Z Flip5-ისა და Z Fold5-ის გაყიდვა დაიწყო

Accent | Line carbon black – პრემიალური ხარისხის ჩასაშენებელი ტექნიკა Bosch-ისგან