in

სოციალური საწარმო „სადგური“ საქართველოში მდგრადი ტრანსფორმაციის პირველ გამოფენას აანონსებს

ბიზნესსექტორის მხრიდან სულ უფრო იზრდება ინტერესი ეკომეგობრული მომავლის მიმართ. კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანიები ცდილობენ, სოციალურად მდგრად კამპანიებში ჩაერთონ და საკუთარი კვალი დატოვონ უკეთესი გარემოს ჩამოყალიბებაში. ისინი აცნობიერებენ, რომ 21-ე საუკუნეში პროდუქტისა თუ მომსახურებით გაყიდვის გარდა კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით უნდა ჩაერთონ საზოგადოების სასიკეთოდ. თუმცა ხშირად მათ სჭირდებათ არხი, რომელიც დაეხმარება შესაბამისი ინიციატივის გამოჩენაში და დღევანდელ სტატიაში სწორედ ერთი ასეთი ახალი პროექტის შესახებ უნდა გიამბოთ – „გაცვლა”.

„გაცვლა” მდგრადი ტრანსფორმაციის პირველი გამოფენაა საქართველოში, რომელსაც სოციალური საწარმო „სადგური” აორგანიზებს. ის „კომბინატის” სივრცეში 20 ივნისს, 20:00 საათზე გაიხსნება და იქნება ნიმუში იმისა, თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს Upcycling-ის პრაქტიკის დანერგვა. აღსანიშნავია, რომ პროექტი სტარტს ისეთ კომპანიებთან ერთად იღებს, როგორებიცაა: თიბისი ბანკი, m², ალმა და სოკარი. მათი გამოუსადეგარი/დაზიანებული ინსტალაციები, ლაითბოქსები, საოფისე მაგიდები და ა.შ ექსპონატებად გარდაიქმნება.

„გაცვლა” გაცილებით მეტია, ვიდრე ეკოინიციატივა, ეს არის ახალი საკომუნიკაციო არხი იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ გარემოზე ზრუნვა და სოციალურ პროცესებში მონაწილეობა არა მხოლოდ პასუხისმგებლობის, არამედ ბრენდის ახლებური განვითარების ნაწილად აქციონ. პროექტი აჩვენებს, როგორ შეიძლება ერთდროულად შეიქმნას სოციალური ღირებულება, ეკოლოგიური გავლენა და ბრენდის რელევანტური აქტივაცია.

ღონისძიება საკმაოდ მასშტაბურია. მას 2000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება და გამოფენის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება პუბლიკაცია, „მდგრადი ტრანსფორმაცია“, რომელიც Case Study-ის მსგავს ფორმატში, ასახავს პროექტში ჩართული კომპანიების გზას – საწყისი იდეიდან, ნარჩენებით საბოლოო ექსპონატების შექმნამდე. გამოფენის განმავლობაში წარმოდგენილი ექსპონატები გაჩუქდება და ახალ პატრონებს გადაეცემა.

შემთხვევითი არ არის ამ ღონისძიების კომბინატში ჩატარებაც. ამ სივრცეს უნიკალური იდენტობა აქვს, რადგან სიძველისა და თანამედროვეობის სინთეზს აერთიანებს.

სოციალური საწარმო სადგური ინოვაციური პროექტია, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩაატარა აქტიური კვლევები მოწყვლადი ჯგუფის ქალების გაძლიერებისა და სამკერვალო ინდუსტრიის ნარჩენების მდგრადი გამოყენების მიმართულებით.

„გაცვლის“ პროექტი არის „სადგურის“ პირველი მასშტაბური ნაბიჯი ბაზარზე.

[R]

„მეტროპოლ ქავთარაძე“ – თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე თბილისში – რა ეტაპზეა პროექტის მშენებლობა?

Schoolbook Camp – როგორ შეიძლება იქცეს უბრალო ზაფხული გარდამტეხ გამოცდილებად