უძრავი ქონების ბიზნესში სოციალური მედიის მარკეტინგის წარმოება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ესთეტიკური სურათებისა და მიმზიდველი ვიდეოების გამოქვეყნება თქვენი ახალი განცხადებების საჩვენებლად. რიელტორებს სოციალური მედია ეხმარება პირადი ბრენდის შექმნაში, რათა წარმოაჩინონ უნიკალური ღირებულება, რომელსაც ისინი სახლის ყიდვა-გაყიდვის პროცესში დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობენ.
ბრენდის შექმნის გარდა, სოციალური მედია პირდაპირ უწყობს ხელს ბიზნესის ზრდას. სოციალური მედია უძრავი ქონების აგენტების ხარისხიან პოტენციურ კლიენტებთან დასაკავშირებლად საუკეთესო ტექნოლოგიური ინსტრუმენტია.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ, თუ როგორ გამოიყენოთ უძრავი ქონების სოციალური მედია რეალური ბიზნესშედეგების მისაღწევად.
რატომ არის სოციალური მედია აუცილებელი უძრავი ქონების მარკეტინგის წარმატებისთვის
მისწვდებით მომხმარებელს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი
შესაძლოა, უძრავი ქონებისთვის სოციალური მედიის გამოყენების ყველაზე დიდი სარგებელი ის არის, რომ ის გეოგრაფიულ ბარიერებს ხსნის. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია იმ რეგიონში გადმოსვლით, სადაც თქვენი კომპანია აწარმოებს მშენებლობას.
თქვენი განცხადებების ხილვადობის გაზრდა
სოციალური მედია შესანიშნავი ადგილია მომხმარებლებისთვის, რათა აღმოაჩინონ უძრავი ქონება ან იპოვონ უძრავი ქონების აგენტები, რომლებთანაც ითანამშრომლებენ.
უძრავი ქონების ჰეშთეგების, მდებარეობის თეგების და შესაბამისი საძიებო ტერმინების გამოყენებით თქვენს პოსტებში, შეგიძლიათ გაზარდოთ იმის შანსი, რომ თქვენი განცხადებები ნახონ სწორმა ადამიანებმა.
ნდობის გაზრდა
სოციალური მედია ასევე დაგეხმარებათ ნდობის ფაქტორის გაზრდაში.
როდესაც პოტენციური მყიდველი თქვენს სახეს თავის ფიდში ხედავს ან თქვენი კომპანიის მიმდინარე ან დასრულებულ პროექტს პირდაპირ ლოგინზე წამოწოლილი ათვალიერებს, ეს მას უჩენს სიახლოვის განცდას, რაც თქვენ მიმართ ნდობასაც ზრდის. როგორც კი ეს მომხმარებელი მზად იქნება ახალი ბინის საყიდლად, პირველი თქვენი კონტენტი გაახსენდება.
გამოჩნდით, როგორც ბაზრის ექსპერტი
სოციალური მედია მხოლოდ პრიალა განცხადებების განთავსების სივრცე არ არის. მისი გამოყენება აზროვნების ლიდერობის გასაძლიერებლად საუკეთესო ვარიანტია. სოციალური მედიის პოსტების მეშვეობით, მარკეტინგული ტენდენციებისა და განახლებების გაზიარება შეგიძლიათ, ასევე, სხვადასხვა დაკვირვების, სტატისტიკის ან შეფასებისა, რომელიც არა მხოლოდ თქვენს ბრენდს, არამედ მთელ ინდუსტრიას ეხება.
ექსპერტობის რეგულარული წარმოჩენით, თქვენ პოტენციურ კლიენტებს აცნობებთ, რომ მათ შეუძლიათ გენდონ, რადგან თქვენ გესმით ის, რასაც აკეთებთ და რასაც სხვებს სთავაზობთ.
თანამშრომლობის შესაძლებლობები
შესაძლოა, აგენტები და ბროკერები უძრავი ქონების ინდუსტრიის უმრავლესობას შეადგენდნენ, თუმცა უძრავი ქონების ტრანზაქციის დასრულებაში სხვა მრავალი პროფესიაც მონაწილეობს. მაგალითად, იპოთეკური ბროკერები, შემფასებლები, ფოტოგრაფები და ვიდეოგრაფები.
სოციალურ მედიას შეუძლია დაგეხმაროთ იმ პროფესიონალების აღმოჩენაში, თქვენს ქსელში დამატებაში და კლიენტებისთვის რეკომენდაციის გაწევაში დაგეხმარებათ.
მეტი ლიდის მოზიდვა
ადამიანების უმეტესობა სოციალურ მედიას იყენებს ბრენდებისა და პროდუქტების შესასწავლად, სანამ შესყიდვას განახორციელებს. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ მიმდევრები ლიდებად აქციოთ. წაახალისეთ თქვენი აუდიტორია, გამოიწერონ თქვენი არხები, ან დაამატოთ ისინი ელექტრონული ფოსტის სიაში. სოციალური მედია აადვილებს ლიდების თანმიმდევრულ გენერირებას.
გაგიადვილებთ ხელმისაწვდომობას
ეს ყველას გამოუცდია: მომხმარებელი სქროლავს ინსტაგრამზე და ნახულობს რაიმე კომპანიის პროდუქტს, რომელიც სურს, მაგრამ ეზარება დარეკვა და, მით უმეტეს, მეილის გაგზავნა. საუკეთესო გზა პირადი შეტყობინებაა იმავე არხში, სადაც მომხმარებელს თქვენი პოსტი ხვდება, ამიტომ ყოველთვის დაამატეთ პროდუქტების შეთავაზებას მესიჯის გაგზავნის ღილაკი და, ასევე, უპასუხეთ კომენტარებს.
აირჩიეთ პლატფორმები, რომელთა გამოყენებაც გსურთ
არ არის აუცილებელი ყველგან იყოთ. სინამდვილეში, მხოლოდ იქ უნდა გამოაქვეყნოთ პოსტები, სადაც თქვენი კლიენტები დროს ატარებენ. ამისთვის კი საჭიროა აუდიტორიის სწორად შესწავლა.
მოკლე ვიდეოების გამოყენება
საიდუმლო არ არის, რომ მოკლე ვიდეო სოციალურ მედიაში კვლავ ეფექტური კონტენტის სახეობაა. უძრავი ქონების აგენტებისა და ბროკერებისთვის ვიდეო კონტენტის უამრავი შესაძლებლობა არსებობს.
გამოაჩინეთ უძრავი ქონება ვიდეოტურებით, შესთავაზეთ მაყურებელს ადგილობრივი უბნების დათვალიერება, შექმენით გზამკვლევები, გაესაუბრეთ სახლის მყიდველებს და გამოიყენეთ ტრენდული ფორმატები.
პრიორიტეტი მიანიჭეთ ურთიერთობებსა და კომუნის შექმნას
ურთიერთობები უძრავი ქონების საფუძველია, ამიტომ ამ სფეროში სოციალური მედიის მთავარი მიზანი ყოველთვის უნდა იყოს ურთიერთობების დამყარება: დაუკავშირდით თქვენს გამომწერებს, შექმენით ჯგუფები, დროულად და თავაზიანად უპასუხეთ კომენტარებსა და შეტყობინებებს, ასევე, გაუგზავნეთ პერსონალური შეთავაზებები.
უძრავი ქონების სოციალური მედიის მარკეტინგი გულისხმობს სტრატეგიებს, რომლებსაც უძრავი ქონების აგენტები და ფირმები იყენებენ თავიანთი ბიზნესის სოციალურ მედიაში პოპულარიზაციისთვის. ნებისმიერი რამ, მოკლე ვიდეოებიდან დაწყებული ინფოგრაფიკებით და სახლების ვირტუალური თუ ლაივტურებით დამთავრებული, უძრავი ქონების სოციალური მედიის მარკეტინგად ითვლება.











