in

ნახეთ: სოუ ფუძიმოტოს მიერ შემუშავებული კოშკის თანამედროვე დიზაინი

ნაგებობა 99 ინდივიდუალურ კოშკს მოიცავს

შენჟენის ახალი ღირსშესანიშნაობის დიზაინი, რომელიც არქიტექტორ სოუ ფუძიმოტოს ეკუთვნის, ხელახლა წარმოგვიდგენს “კოშკის” როლს XXI საუკუნეში. სკულპტურული და დინამიკური ნამუშევარი საოცარ სინთეზში მოდის ჩინეთის განვითარებად არეალთან.

“როგორ შეიძლება კოშკი განვითარდეს, როცა მას ისეთივე მნიშვნელობას ვანიჭებთ, როგორც ეიფელის კოშკს? ამ ნაგებობის დასრულების შემდეგ საზოგადოება სიმბოლურად მომავლის მრავალფეროვნებას იხილავს” – ამბობს სოუ ფუძიმოტო. მართლაც, მისი დანახვისას აუცილებლად გაგახსენდებათ ფილმებში ინტერპრეტირებული მომავლის სამყარო, ცაში გამოკიდებული შენობებითა და უჩვეულო გადაწყვეტით. ამ შემთხვევაში კი ის ღრუბლის ასოციაციასაც იწვევს.

ნაგებობა 268 მეტრი სიმაღლის იქნება და 99 ინდივიდუალურ კოშკს მოიცავს და ერთ მთლიანობას ქმნის. ამგვარი კონცეპტუალური ჩარჩოებით არქიტექტორი და მისი გუნდი ცდილობს, ამ საუკუნის სამყაროს დივერსიფიკაციულ ხასიათს სიმბოლური სახე მისცეს – როდესაც მრავალი მცირე დეტალი მთავარი ელემენტისკენ მიდის.

ტექნოლოგიები დაზღვევაში – გიორგი ბარათაშვილი

„აჭარაბეთი“ ქართული სპორტის განვითარებისთვის