in

Soul Train – ლეგენდარული სატელევიზიო შოუს ენერგია შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე გადმოინაცვლებს

ბათუმის შავი ზღვის ჯაზ ფესტივალამდე სულ რაღაც 10 დღემდე დარჩა. ფესტივალი უკვე სრულიად ახალ სივრცეში, „Stage 17”-ში ინაცვლებს, სადაც უკვე ვერანაირი წვიმა ვერ შეგიშლიათ ხელს ისიამოვნოთ თქვენი საყვარელი მუსიკალური ფესტივალით. 3 დღის განმავლობაში ბათუმს ფანკი არ მოაკლდება და ამაზე ბევრ სხვა სტუმართან ერთად, პროექტი Soul Train-იც იზრუნებს. ეს ბენდი მუსიკოსის და დრამერის,  J.J. FLUECK-ის მიერ რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს – ვინც აფროამერიკულ კულტურას მცირედით მიანც იცნობთ, Soul Train-ის სახელი აუცილებლად გეცოდინებათ – აღნიშნულმა სატელევიზიო შოუმ 70-იან  წლებში, აფროამერიკულ კულტურას წარმოჩენისთვის ეროვნული პლატფორმა მისცა და იმ პერიოდის ჩანაწერები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შოუ 15 წელზე მეტია რაღაც აღარ არსებობს,  J.J. FLUECK-მა ახალი ბენდით გადაწყვიტა აღედგინა ის ენერგეტიკა და ატმოსფერო, რომელიც 50-40 წლის წინ არსებულ ჩანაწერებში დომინირებდა. ქვემოთ კი უფრო მეტს მოგიყვებით თავად შოუზე, რომელიც დღემდე რევოლუციური რჩება ამერიკული კულტურისთვის.

ყოველ შაბათს დილით, 35 წლის განმავლობაში, Soul Train ამერიკას  ერთსაათიან ზეიმს აფროამერიკული ახალგაზრდული კულტურის ზეიმს სთავაზობდა. შოუს თვითგამოცხადებულმა რეპუტაციამ, როგორც “ყველაზე ჰიპური მოგზაურობა ამერიკაში”, Soul Train არა მხოლოდ უახლესი საცეკვაო მოძრაობების, ვარცხნილობების და მოდის ჩვენების ადგილი გახადა, არამედ ახალი მუსიკის პრემიერის სივრცეც. იგი გახდა შეუცვლელი სარეკლამო პლატფორმა შავკანიანი მუსიკოსებისთვის 1970-იან წლებში და 80-იანი წლებისთვის უკვე პასუხისმგებელი იყო Run-DMC-ის მსგავსი ჯგუფების პოპულარიზაციაზე. ეს იყო პოპ-კულტურული ინიციატივა, რომელიც მასობრივ აუდიტორიას ასწავლიდა როგორ ეცეკვათ, როგორ ჩაეცვათ და ვისთვის  უნდა მოესმინათ.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შოუს პრინციპი მარტივი იყო, მისი რადიკალიზმი დროსთან ერთად გარკვეულწილად მივიწყებულიც კია. კაშკაშა განათების და მომაჯადოებელი პერფორმანსების მიღმა, Soul Train რევოლუციური იყო ფერადკანიანთა იდენტობის გამოხატულებაში. Soul Train-ის გზავნილიაფროამერიკელთა გაძლიერების შესახებ, მიუხედავად მისი მხიარული და ერთი შეხედვით არასერიოზული გარეგნობისა  გადაუდებელი იყო. “ეს იყო ცხოვრების წესი ჩემთვის, ჩემი კულტურისა და ჩემი თაობისთვის”, – ამბობს ლუი სკი კარი, ფანების საყვარელი მოცეკვავე Soul Train-დან. ”მე ვარ შავკანიანი და მექსიკელი, ვიზრდებოდი ინგლვუდის ქუჩებში და ყოველ შაბათს დილით, ეს იყო ჩვენი შანსი, გვენახა ჩვენი ხალხი და დავმტკბარიყავით ჩვენივე ცეკვებით, სტილითა,  და სიგიჟებით.”

დონ კორნელიუსი Soul Train-ის ოფიციალური წამყვანი ანუ „დირიჟორი“ და იყო მისი აღმასრულებელი პროდიუსერი იყო. ჩიკაგოს მკვიდრი, რომელიც სრულწლოვანი  სამოქალაქო უფლებების წინააღმდეგ ბრძოლის დროს გახდა, კორნელიუსმა 20-იანი წლები სოციალური არეულობის შესახებ თხრობაში გაატარა და სწორედ ამ დროს შეხვდა თავის პირად გმირებს,  ჯესი ჯექსონს და მარტინ ლუთერ კინგს.

კორნელიუსის სურვილმა, ეჩვენებინა აფროამერიკელების პოზიტიური მხარე მედიაში, მას მოტივაცია მისცა ემუშავა საკთარ სატელევიზიო შოუს იდეებზე, რომელიც აჩვენებდა შავკანიან მოზარდებს, რომლებიც უახლესი მუსიკის თანხლებით ცეკვავდნენ.  მალე Soul Train გამოგონების კერად იქცა, რადგან შოუს მსახიობებმა სიტყვასიტყვით გამოიგონეს და შეასრულეს ათწლეულების ყველაზე საკულტო საცეკვაო მოძრაობები, მათ შორის ჰიპ ჰოპის, VOGUE-ის ცეკვითა და ბრეიქდანსის სტილები. Soul Train ნაყოფიერი იყო ახალი მუსიკის წარმოჩენის თვალსაზრისით და შეუძლებელია ყველა იმ სტუმრის ჩამაოთვლა, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გადაცემის ეთერში მოხვდნენ ჯეიმს ბრაუნითა და თინა ტერნერით დაწყებული, გაგრძელებული აშანტი, ბლექ ეიდ პისი, ბექსტრიტ ბოისი, დევიდ ბოუი, Destiny’s Child, ელტონ ჯონი, Ice Cube, ალისია ქისი და სხვა.

მაგრამ 1980-იანი წლების შუა პერიოდისთვის სცენაზე გამოჩნდნენ უფრო ძლიერი კონკურენტები, როგორიცაა BET და MTV, რომლებიც ფოკუსირდნენ მუსიკის უახლეს ტენდენციაზე – ჰიპ ჰოპზე. კორნელიუსმა გააცნობიერა, რომ ახალი ეპოქის გარიჟრაჟზე აღარ შეეძლო ემსახურა თანამედროვე შავი კულტურის ელჩად,  საყვარელი შოუს მასპინძელი 1993 წელს გადადგა და აუდიტორიას ბოლოჯერ უსურვა „სიყვარული, მშვიდობა და სულიერება“. შოუ 2006 წლამდე სხვადასხვა წამყვანებით გაგრძელდა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს კორნელიუსის მემკვიდრეობის სრულყოფისთვის.

ამდენი წლის შემდეგ Soul Train-ის მოცეკვავეებსა და პარტნიორებს შორის საერთო განწყობა მადლიერებაა. კორნელიუსმა ხელი შეუწყო მრავალი კარიერის დაწყებას გასართობ ინდუსტრიაში და პირადად უძღვებოდა მსოფლიო დონის შემსრულებელთა თაობას; ის თავად გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მამაკაცი ამერიკულ მედიაში და შავკანიანთა კულტურის ელჩი. თავად Soul Train კი დღემდე ახალი თაობების ყურადღების ცენტრშია

რა უნდა გავაკეთოთ, როცა წინ ვეღარ მივიწევთ?

„ვუვლი“ – მარტივი პასუხი ავტომფლობელების რთულ პრობლემებზე