in

Sound. Elevated – დანიური ბრენდის ვიდეორგოლი, რომელიც ქართველებმა გადაიღეს

Prettybird ცნობილი საერთაშორისო კრეატული და Production სტუდიაა, რომლის ოფისებიც აშშ-სა და ბრიტანეთში მდებარეობს. რამდენიმე საათის წინ მის „ინსტაგრამზე” ოფიციალურად გამოქვეყნდა დანიური ბრენდის Bang & Olufsen-ის ახალი ვიდეორეკლამა, რომლის კრედიტებშიც ქართულ გვარებს მოვკარით თვალი და, ბუნებრივია, დავინტერესდით, რა კავშირი ჰქონდა, ერთი შეხედვით, მთლიანად უცხოურ ვიდეორგოლს საქართველოსთან.

BOG
BOG

მიღებულმა ინფორმაციამ მოლოდინს გადააჭარბა – კლიპის შექმნაში არა მხოლოდ ქართველების ხელი ურევია, არამედ ის საქართველოშია გადაღებული, ე.წ. „რადიოქალაქში”. მასზე კომპანია Münchhausen-მა იმუშავა, რომელიც მდებარეობს როგორც საქართველოში, ისე ბალტიისპირეთშიც ფილიალებითაა წარმოდგენილი. მის პროდიუსერსა და პარტნიორს, შოთა ალანიას, რამდენიმე კითხვით მივმართეთ და ამბის ჩაშლა ვთხოვეთ.

შოთა ალანია:

„ჩვენს კომპანიას Münchhausen რეკომენდაცია გაუწია მეგობარმა, რის შემდეგაც დაგვიკავშირდნენ რეჟისორი და ოპერატორი Prettybird-დან, რომლებმაც გაგვაცნეს ბრიფი. ძირითადი ამოცანა ეხებოდა რეჟისორის ხედვისა და წარმოსახვის სწორ განხორციელებას ჩვენი ჩართულობით. გუნდში მოგვეწონა ის კრეატიული იდეა, რაც ბრიფში იყო მოცემული და შევთანხმდით თანამშრომლობაზე. 

გადაღებებში მონაწილეობა მთლიანად ქართულმა ჯგუფმა მიიღო, დაახლოებით 150 ადამიანი ვიყავით. გადაღება მიმდინარეობდა ორი დღის განმავლობაში თბილისში, კერძოდ, მუხიანის „რადიოქალაქში”. ყოველი სეტი, განათება თუ ტექნიკა – ყველაფერი ჩვენი აწყობილი და შექმნილია, ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვიდეორგოლი ქართული გუნდის გადაღებულია. 

გადაღებების პროცესი ნამდვილად საინტერესო, თუმცა გამოწვევებით სავსეც იყო. კერძოდ, სტილის შერჩევა, რადგან ვიდეოში უნდა აგვესახა რამდენიმე ეპოქა – 20-იანი წლებიდან მოყოლებული, 2000-იანებით დამთავრებული. შესაბამისად, ვიზუალური ნაწილის შექმნა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან საქართველოში ჭირს სწრაფად მსგავსი კოსტიუმების შოვნა, როცა შეკერვის დროც არ გაქვს. 

საბედნიეროდ, ჩვენმა გუნდმა ძალიან ოპერატიულად იმუშავა და ეს გამოწვევები მარტივად დავძლიეთ. ვიდეო ისეთი გამოვიდა, როგორი ჩანაფიქრიც იყო და ის მსოფლიო მარკეტისთვისაა გათვლილი.

სამომავლოდ კვლავ ვაგრძელებთ ამ გუნდთან თანამშრომლობას და დაახლოებით ორ თვეში კიდევ გამოვა ახალი ვიდეო, რომელზეც იგივე ადამიანები ვმუშაობთ”. 

ქართული გუნდის კრედიტები (ძირითადი შემადგენლობა) ასე გამოიყურება:

Producers : Shota Alania
Sandro Alania
First AD : Guram Bakradze
Production Designer: Lasha Zambakhidze
Stylist: Mariam Kavzharadze
Mariam Kvaratskhelia
Casting: Natalia Khipshidze
Gaffer: Shota Khijakadze
KeyGrip: Vaja Aprasidze
Steadycam: Merab kiknadze

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

„ვაიზერი” – PSP დაზღვევის რებრენდინგი და ახალი ხედვა