in

მონა ლიზა მუსიკა რომ ყოფილიყო… — ხელოვნების ნიმუშები უსინათლო ადამიანებისთვის მუსიკად გარდაქმნეს

რა მოხდებოდა, ნახატის დანახვა კი არა, მოსმენა რომ შეგძლებოდათ? სწორედ ეს იდეა იმალება Sound of a Masterpiece-ის უკან, ინოვაციური პროექტის, რომელიც საკულტო ნამუშევრებს იმერსიულ მუსიკალურ გამოცდილებად გარდაქმნის. თუმცა, ასე იმიტომ კი არ იქცევა, რომ მონა ლიზა მისთვის საკმარისი არ არის, არამედ იმიტომ, რომ ვიზუალური ხელოვნება მეტად ხელმისაწვდომი გახადოს. უფრო ზუსტად, მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებს მუსიკით იმის წარმოდგენაში დაეხმარება, თუ რას განიცდიან ადამიანები მსოფლიოს საკულტო ხელოვნების ნიმუშების ყურებისას. 

ამ ამბის მთავარი გმირი ბობი გულდერია, კომპოზიტორი Stargardt-ის მაკულარული დისტროფიით, მდგომარეობით, რომელიც თვალის ცენტრალურ ნაწილზე ზემოქმედებს. სწორედ მან შემოგვთავაზა, Dolby Laboratories-თან და Royal National Institute of Blind People-თან (RNIB) ერთად, უნიკალური ალბომი, რომელიც ხელოვნების შედევრებს, ტრადიციულად, სიტყვებით კი არა, მუსიკით აღწერს. 

შედეგად, თითოეული კომპოზიცია იმ ემოციებს, ენერგიებსა და ამბებს ასახავს, რომლებიც და ვინჩის, მონესა და მუნკის ნამუშევრებში გვხვდება. თუ წყლის შროშანებში რბილი პიანო ისმის, მინა ლიზაში უფრო ნაზი ხმები გამოიყენება და ღიმილის მიღმა არსებულ საიდუმლოს ამხელს, ხოლო კივილი უფრო ინტენსიური, დაძაბული და შიშის მომგვრელია.

ამგვარად, პროექტი მხოლოდ შემოქმედებითი ექსპერიმენტი კი არა, ინკლუზიურობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. მართალია, ხშირად გალერეები ვიზუალის აღწერილობას სთავაზობენ სტუმრებს, მაგრამ ეს ნაკლებად მუშაობს… ახლა კი ამ პროექტის უკან მდგომი ადამიანები შემდეგ სიტყვებს გვეუბნებიან: „ხმის საშუალებით სთორითელინგის საზღვრების გარღვევა შევძელით, მივეცით მსმენელებს საშუალება, შეაბიჯონ თითოეული ნამუშევრის სამყაროში.

Sound of a Masterpiece-ის ალბომი Apple Music-ზე, Amazon Music-სა და Tidal-ზეა ხელმისაწვდომი.

საქმე ისევ ხვალისთვის გადადეთ? — ცადეთ 5 წამის წესი

რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ