in

SoundCloud – პლატფორმა, რომელიც 25 მილიონ ხელოვანს აერთიანებს

სანამ ფინჯან ყავას შეექცევით, ჩვენ გიამბობთ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ ონლაინ პლატფორმაზე – SoundCloud. მისი საშუალებით, მომხმარებლებს შეუძლიათ მუსიკა გააზიარონ როგორც ჩანაწერის, ასევე, სტრიმინგის სახით. მობილური და დესკტოპ ვერსიები აპლიკაციის მოხმარებას აადვილებს. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ SoundCloud-ის თავდაპირველი ჩანაფიქრი სულაც არ უკავშირდებოდა აუდიო კონტენტს…

SoundCloud-ის დაარსება ორი შვედი მუსიკოსის – ერიკ ვალფორსისა და ალექსანდერ ლიუნგის სახელებს უკავშირდება, 2007 წელს. მათი ხედვით, პლატფორმის დანიშნულება იყო ხელოვანების დაკავშირება მთელი მსოფლიოს გარშემო. თუმცა, საკუთარი დანიშნულება SoundCloud-მა მუსიკის გაზიარებაში პოვა. 2009 წელს, 2.5 მილიარდის დაფინანსებამ პლატფორმას საშუალება მისცა ამ სფეროში მოწინავე პოზიცია დაეკავებინა. მას შემდეგ, რაც Doughty Hanson Technology Ventures-მა SoundCloud-ში ინვესტიცია ჩადო, მომდევნო ერთი წლის მანძილზე, პლატფორმის გამომწერთა რიცხვმა 1 მილიონ მომხმარებელს მიაღწია.

SoundCloud-ით სარგებლობას ამარტივებდა მისი მოდური და მარტივი ინტერფეისი, ასევე უფასო და ფასიანი სერვისი, რაც განსხვავებული სეგმენტის მიზიდვის საშუალებას ქმნიდა.

დღესდღეობით, SoundCloud მუსიკის გასაზიარებლად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა. ამაზე მეტყველებს ის ექსპონენციალური ზრდა, რისი მომსწრეც ვართ წლების განმავლობაში. ესაა ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი პლატფორმა, რომელმაც ერთ დროს სწორად განსაზღვრა საკუთარი დანიშნულება.

ამ დროისთვის, SoundCloud მთელი მსოფლიოს გარშემო 25 მილიონზე მეტ მუსიკოსს აერთიანებს. პლატფორმით, ყოველთვიურად 175 მილიონი ადამიანი სარგებლობს. გასული ათი წლის განმავლობაში, SoundCloud-მა საკუთარი ხელწერა დატოვა მუსიკალურ ინდუსტრიაში. ის არამხოლოდ პლატფორმაა, არამედ სოციალური ქსელიც, რაც მუსიკის მოყვარულებისთვის კიდევ უფრო მეტ კომფორტს ქმნის. მან მუსიკის სფეროში დამატებითი შესაძლებლობები შექმნა და მუსიკოსებს კიდევ უფრო ფართო თვალსაწიერი გაუხსნა. უამრავმა წარმატებულმა არტისტმა, Chance The Rapper, Lil Uzi Vert, Post Malone, Khalid და Lil Yachty, კარიერა სწორედ SoundCloud-ით დაიწყეს და შემდეგ მიაღწიეს წარმატებას.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

„დამალული ნაპერწკლები“ — თეკლა კიღურაძის პირველი პერსონალური გამოფენა

რა არის სატელევიზიო რეიტინგი და როგორ იზომება? – Betterfly-ს ვიდეოსერიები