Luca Yupanqui-ის სადებიუტო ალბომს, რომელზეც დაბადებამდეც კი მუშაობდა, მალე ვიხილავთ. ალბათ, გიჩნდებათ კითხვა, “დაბადებამდე როგორ მუშაობდა?”… როდესაც ის ჯერ კიდევ საშვილოსნოში იმყოფებოდა, მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, Luca-ს ხმის ჩასაწერად ბიოაკუსტიკური MIDI (მუსიკალური ინსტრუმენტის ციფრული ინტერფეისი) გამოეყენებინათ.
Sounds Of The Unborn – ასე ჰქვია მუსიკალურ ალბომს, რომელიც Elizabeth Hart-მა და Iván Diaz Mathé-მ შვილს შეაქმნევინეს. ნაყოფის მოძრაობები MIDI მონაცემებში გადადიოდა. ადრეც ყოფილა შემთხვევა, როდესაც, მაგალითად, მცენარეებისა და სხვა ორგანული ნივთიერებების მოძრაობების MIDI-სთან კოლაბორაციით იქმნებოდა მუსიკა, თუმცა ამისათვის ნაყოფის გამოყენება სრულიად ინოვაციური მეთოდია.
პირველი ხუთსაათიანი სესიის შემდეგ მშობლებმა ჩაწერილი ხმა დაამუშავეს, რათა “ნაყოფის მესიჯი ნედლი სახით ყოფილიყო”.
საინტერესო და ერთგვარ მარკეტინგულ ხრიკს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ Sounds Of The Unborn-ის პოპულარიზაციის მიზნით, Sacred Bones MIDI გამაძლიერებელი აპარატის იმავე ვერსიას გაყიდის , რომელიც ჩანაწერშია გამოყენებული.