თბილისში, ელექტრონულ მუსიკის „ბუმთან“ ერთად, ხშირად დგება პრობლემა, როდესაც რთული ხდება ქართული, ავთენტური ლაივ მუსიკის მოსმენა. პროექტი Wylti რომელიც 2014 წელს შეიქმნა სწორედ ამ მიმართულებით ცდილობს განვითარდეს და დააინტერესოს მსმენელი.
M: რას წარმოადგენს Wylti და ვინ არიან მის შემადგენლობაში?
Wylti არის ექპერიმენტული კოლაბორაციული პროექტი, რომლის მთავარი იდეა ელექტრონული და ლაივ მუსიკის სინთეზია. მისი წევრები არიან გიორგი ჯინჭარაძე და დათუნა დგებუაძე.

M: როდიდან დაიწყო მუსიკით დაინტერესება, მოდიოდა ეს ყველაფერი ბავშვობიდან?
დათუნა: ჩემი მუსიკით დაინტერესება ადრეული ასაკიდან დაიწყო, დაახლოებით 2004-2005 წლებში, როცა დავიწყე გიტარაზე დაკვრის სწავლა. წლების განმავლობაში ვუკრავდი სხვადასხვა ბენდებში, სხვადასხვა მუსიკალურ მიმდინარეობას. დაახლოებით, ნახევარი წელია შევუერთდი ბენდს: The Bearfox და იქ ვაგრძელებ ლაივ მუსიკის კეთებას ჩემი სხვა, პროდუსინგზე ორიენტირებული პროექტების პარალელურად.
გიორგი: კონკრეტულად, ელექტრონული მუსიკას 2 წელია რაც ვაკეთებ, თუმცა ვუკრავდი ადრე რამდენიმე ბენდში საქსაფონსა და კლავიშზე.

M: ყველა ეტაპზე ადამიანებს ჰყავთ გავლენის წყაროები, თქვენს შემთხვევაში ვინ იყო?
დათუნა: ჩემი პირველი ინსპირაცია იყო როკენროლი – ალტერნატიული, კლასიკური და მძიმე როკ-ბენდები. შემდეგ დავინტერესდი პირველყოფილი Guitar based მუსიკით და გიტარისტებით, როგორებიცაა ჯიმი ჰენდრიქსი, ბადი გაი, მადი ვოთერსი, ჯონ ლი ჰუკერი… შემდეგ იყო ელექტრონიკა, ამბიენთი. როდესაც პროექტ Wylti-ზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა ავნიშნო Darkside და უშუალოდ ჰარინგტონი, რომლის გავლენაც ჩემზე ისეთივე დიდია, როგორიც თუნდაც გილმორის. ჩემთვის არანაკლები ინსპირაციაა ლოკალური ელექრონული მუსიკის სცენა, გამოვყოფ Oimaccta –ს და Gacha-ს, რომელთა ლაივ გიტარის და ელექტრონული ჟღერადობის სინთეზმა ასევე დიდი გავლენა მოახდინა ჩემს მუსიკალურ ხედვაზე.
გიორგი: გავლენის წყაროს ვერ დავარქმევდი, მაგრამ ამ დუოს იდეა Darkside-დან წამოვიდა, თუმცა, ეს ჩვენს მუსიკაში არ იგრძნობა, არ ვიცი ესე კონკრეტულს ალბათ ვერავის დავასახელებ.
M: ძირითადად, რა მოწყობილობებს იყენებთ მუსიკის საკეთებლად?
დათუნა: ჩემს Gear-ს Wylti – ში შეადგენს გიტარის ანალოგ პედლები: ოვერდრაივი, დილეი და რივერბი. ამ პროექტში გიტარის ჟღერადობა და რიფები ამ ეფექტების კომბინაციაა, დილეის და რივერბის დინამიკაში გამოყენებით ვცდილობ მივაღწიო მუდმივ მოულოდნელობის განცდას. ვგეგმავ პედლების რაოდენობის გაზრდას, რამდენიმე მოდულაციის ეფექტის დამატებას, რაც, ვფიქრობ, ექსპერიმენტების პროცესს უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის.
გიორგი: მუსიკას ვაკეთებთ Ableton Live-ში რაც შეეხება ინსტრუმენტებს გვაქვს ერთი კონკრეტული VST რომლის საუნდი ყველა ტრეკში ჟღერს, ასევე ვიყენებ Novation-ის ძველ ანალოგ სინთეზატორს.

M: ხშირად დგება მომენტი, როდესაც აქაურ მუსიკოსებს პრობლემები აქვთ სტუდიასთან ან სივრცესთან სადაც ისინი შეძლელებენ მუსიკის მშვიდად კეთებას, თქვენთან რა სიტუაციაა ამ თვალსაზრისით?
ამჟამად, არსებობს სივრცე, სადაც ვუკრავთ და ვაკეთებთ მუსიკას, თუმცა პერიოდულად დგება ადგილისა და აპარატურის პრობლემა, რადგან ჯერ-ჯერობით არ გვაქვს საკუთარი სტუდია.
M: უკვე 2 წელია არსებობთ, რა ხდება რელიზზე? კონცეპტუალურად უყურებთ თუ არა ამ საკითხს?
მუდმივად ვმუშაობთ ჩვენს თავზე და ჟღერადობის დახვეწაზე, როცა დაგვაკმაყოფილებს ხარისხი, ალბათ ვიფიქრებთ ტრეკების ჩაწერაზე და შემდგომ, რელიზზე. ამჟამად, ჩვენი მხოლოდ ერთი ტრეკი დევს Youtube-ზე.
M: როდის ვიხილავთ თქვენ დუეტს უკვე ლაივ რეჟიმში? სად ფიქრობთ საუკეთესო ადგილი რომელია თბილისში თქვენი მუსიკისათვის?
ალბათ არ არსებობს რომელიმე ერთი კონკრეტული საუკეთესო ადგილი ჩვენი Live Act-ისთვის. ვფიქრობ, თბილისში რამდენიმე ძალიან კარგი ვენიუა, ისევე როგორც ფესტივალი. აქვე აღვნიშნავ კლუბს „მტკვარზე“ და Summer Set Fest-ს, რომლებმაც ჩვენი პროექტის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს და შანსი მოგვცეს, ბევრ ძალიან კარგ არტისტთან ერთად დაგვეკრა დიდი პუბლიკის წინაშე, რაც მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.
M: დაუტოვეთ მარკეტერს ტრეკი ფლეილისტისთვის…










