24
Oct
2019

მაისური, რომელიც მუსიკას შეხებად აქცევს

24 Oct 2019

veon
veon


მაღალტექნოლოგიური მაისური Soundshirt მუსიკალურ ჟღერადობას ვიბრაციად გარდაქმნის და ასე, შესაძლებელს ხდის არამხოლოდ მოუსმინოთ მუსიკას, არამედ იმასაც, რომ მუსიკა, პირდაპირი გაგებით, შეგეხოთ. ტექნოლოგია სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის შეიქმნა, ანუ იმისათვის, რომ მათ მუსიკის შეგრძნება შეძლებლოდათ. თუმცა, ეს როდი ნიშნავს იმას, რომ სმენის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ ამ ტექნოლოგიის დახმარებით ახალი გამოცდილების მიღება – ერთდროულად, მუსიკის მოსმენა და შეხება.

 

ტექნოლოგიის ავტორი კომპანია CuteCircuit-ია. ის მოდის სფეროში, ინოვაციების დანერგვის კუთხით მუშაობს. მაისურში ჩაშენებული სპეციალური პროგრამა აღიქვამს მუსიკას, ახდენს მის ინტერპრეტირებას და გარდაქმნის მას „შეხების მონაცემად“. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი უსადენოდ ხდება. Soundshirt-ის სხვადასხვა ვერსიის ფასი განსხვავებულია.

განხილვა