in

აჭარის ექსპერიმენტალური მუსიკის ფესტივალი „Soundspring” უბრუნდება

დიდი პაუზის შემდეგ, აჭარის ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი „Soundspring“უბრუნდება, ამჯერად განახლებული ფორმითა და ლოკაციით.

ფესტივალი 2 დღეს გასტანს და ხელვაჩაურის რაიონში,სოფელ ყოროლისთავში ჩატარდება. ფესტივალზე დასწრება შეზღუდულია, დაშვებულია არაუმეტეს 70 მსმენელისა.

ბათუმის ექსპერიმენტული, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „SoundSpring“ 2014 წელს დაარსდა და წელს მესამედ ტარდება. მისი მიზანია, მუსიკაში ექსპერიმენტის მნიშვნელობის დაფიქსირება, თანამედროვე ტენდენციების მსმენელისთვის გაცნობა და მუსიკოსებს შორის გამოცდილების გაზიარება.

მონაწილეები:

11 სექტემბერი

  • 17:30 Ani Zakareishvili
  • 19:30 Rezo Glonti
  • 20:30 Tete Noise
  • 18:30 BMI (Bakur Metreveli)

12 სექტემბერი

  • 17:00 Anushka Chkheidze
  • 18:00 DI (David Datunashvili / Irakli Abramishvili)
  • 19:00 Natalie Beridze
  • 20:00 V.C.V.S. (Irakli Shonia / Sandro Kozmanishvili)

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

PUMA მომავლიდან გვესაუბრება! ნახეთ, ტექნიკურად თუ ესთეტიკურად არაჩვეულებრივი ნამუშევარი

როგორ ვიყოთ უფრო მომთმენები?