in

South Park-ის შემქმნელებმა შოუს გასაგრძელებლად, $900 მილიონიანი შეთანხმება გააფორმეს!

მაყურებლებს ახალი ეპიზოდები და ფილმები ელით…

M2

მეტ სტოუნმა და ტრეი პარკერმა ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული გარიგება დადეს. ViacomCBS მათ 900 მილიონ დოლარს გადაუხდის, რათა South Park-ის სატელევიზიო შოუ გაგრძელდეს. თუმცა ეს თანხა ახალი ეპიზოდებისა თუ ფილმების შექმნის რეალურ ხარჯებს არ მოიცავს, ამიტომ გარიგების საერთო ღირებულება 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

შეთანხმების თანახმად, პარკერი და სტოუნი South Park-ის ახალ ეპიზოდებს Comedy Central-ისთვის გადაიღებენ. პირველი ფილმის პრემიერა, რომელიც გარიგების ფარგლებში შეიქმნება, ამა წლის ბოლოს იგეგმება. 2027 წლამდე გათვალისწინებული გარიგება კი მთლიანობაში სატელევიზიო შოუს ექვს სეზონს და 14 ფილმს მოიცავს.

თავის მხრივ, ასეთი გარიგება სულაც არ არის გასაკვირი – South Park ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი აქტივია მთელ გასართობ ბიზნესში და მისი ღირებულება, რომელიც ბოლოს $1 მილიარდად შეფასდა, სულ უფრო იზრდება. ამასთან, ჯერ კიდევ 2007 წელს პარკერმა, სტოუნმა და მათმა ადვოკატმა, კევინ მორისმა საუკუნის გარიგებას მიაღწიეს, როდესაც South Park-ის უფლებების 50% მიიღეს.

როგორ შედგა ახალი გარიგება ViacomCBS-თან?

ალბათ, ამ შემთხვევაშიც ამბავი პანდემიით უნდა დავიწყოთ, რადგან მან ყველაფერი შეცვალა. როგორც მეტ სტოუნი იხსენებს, Covid-19-ით გამოწვეულმა მდგომარეობამ დიდი ზიანი მიაყენა ყველაფერს და ამის საწინააღმდეგოდ მოქმედება ძალიან სწრაფი, აქტიური ხასიათის უნდა ყოფილიყო. მართლაც, გუნდი 30 საათიანი გრაფიკით უწყვეტად მუშაობდა – შედეგად, სპეციალური შეთავაზებების შემუშავება დაიწყეს, რომელთა უმეტესობაც ამჟამინდელ გარიგებასთან იყო დაკავშირებული.

“მეთი და ტრეი მსოფლიო დონის კრეატიული ადამიანები არიან, რომლებიც ბრწყინვალედ იყენებენ თავიანთ შესანიშნავ იუმორს ჩვენი კულტურის აბსურდის დამახინჯებისათვის… და ჩვენ მოცარულები ვართ, რომ გავაფართოებთ და გავაღრმავებთ მათთან დიდი ხნის ურთიერთობას, რათა Paramount + და Comedy Central გავაძლიეროთ” – ამბობს კრის მაკარტი.

თავისი მკაცრი ენითა და ხშირად საკამათო, ბნელი და სურეალისტური იუმორით, აღნიშნული სატელევიზიო შოუ მართლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღემდე შემქმნელებმა 300-ზე მეტი ეპიზოდი და 1999 წელს გამოსული ფილმი გადაიღეს. ახლა კი, ახალი ფილმი, რომელსაც პირველად გადაიღებენ, შესაძლოა, ორ ნაწილად იქნას წარმოდგენილი.

“ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც გვსურს და სხვები მხარს უჭერენ ამას. ამ მხრივ, ყველაზე იღბლიანი ბიჭები ვართ. მახსოვს, ვთქვით მოდით, გადავიღოთ შოუ და ინტერნეტში ეს აუდიტორია შევქმნათ. თუ ჩვენ ამის ნახევრის მიღება შეგვიძლია, მოდით გავაკეთოთ ეს” – აღნიშნავს მეტ სტოუნი. მართლაც, გუნდმა ძალიან დიდი ონლაინ აუდიტორიაც შექმნა.

Global Banking & Finance Review-მ, „საქართველოს ბანკს“ “Decade of Excellence Banking Group Georgia 2021“-ის ჯილდო გადასცა

ავიაკომპანიების მომავალი – შერეული ფრთების მქონე თვითმფრინავი