in

მცენარეების კოსმეტიკური ბრენდი და მისი ვიზუალური იდენტობა

მცენარეების კოსმეტიკური ბრენდი — Sowvital ორგანულ, ვეგანურ თუ ეკომეგობრულ პროდუქტებს გვიზიარებს, რათა ჩვენს მცენარეებს უკეთ მოვუაროთ. დიზაინის სტუდია LDS-მ კი მასთან ერთად ახალი იდენტობის შექმნა დაისახა მიზნად. ბრენდინგის ინსპირაციისთვის გუნდმა კოსმეტიკის ინდუსტრიას მიმართა და სწორედ ეს დაეხმარა მათ პროდუქტის ფორმისა თუ შეფუთვის ფერების არჩევაში. შესაბამისად, ბრენდინგი და შეფუთვა სილამაზისა თუ კეთილდღეობის რიტუალებისა და ქმედებების ასახვის იდეას ეფუძნება.

BOG
BOG

ბრენდის ლოგოს შთაგონებაც ბუნება იყო, თუმცა მეტად თანამედროვე გადახვევით… LDS-ის დამფუძნებელი ლესლი დეივიდი ამბობს: ჩვენ განვავითარეთ ბრენდის სიმბოლო, რომელიც ხელახალ ინტერპრეტაციას უკეთებს ადრეულ ბოტანიკურ ნახატებს, აჩვენებს ფოთლებს ძალიან სქემატური გზებით. ეს ყველაფერი ბოტანიკური სამყაროს არქივიდან ინსპირაციის აღებას ეხებოდა, მისი საფუძვლების წარმოდგენას დღევანდელობაში და მეცნიერების თანამედროვე ინტერპრეტაციის შექმნას, რომელიც მხარს უჭერს Sowvital-ის ფორმულირებებს.

მიუხედავად ინსპირაციის აკადემიური ბუნებისა, ვიზუალური ელემენტები შორს არის მისი ფორმულებისგან. აბსტრაქტული, მხატვრული ლოგო აერთიანებს ილუსტრაციებს, რომლებიც ბრენდის სხვა ნაწილებშიც გვხვდება. მათ შორისაა მცენარეების ის ანთროპომორფული ნახატები, რომლებიც მხიარულებასა და მეგობრულობას მატებს ბრენდის კომუნიკაციებს. ხოლო, თუ შეფუთვას დააკვირდებით, მაშინვე დარწმუნდებით, რომ შთაგონება კოსმეტიკური ინდუსტრია იყო. 

გადამუშავებად, ნახშირბადნეიტრალურ მასალებზე ფოკუსირებით, შეფუთვა მიზნად ისახავს, შეინარჩუნოს ელეგანტურობა და ხარისხი, რათა ასახოს პროდუქტი და ამავდროულად, პასუხისმგებლობა იმ სამყაროს მიმართ, რომელშიც ცხოვრობს, — აცხადებს დეივიდი.

 

ეროვნული ბანკის საჯარო ლექციების სერია — „ფინანსური და ეკონომიკური განათლება უკეთესი მომავლისთვის“

ფერები, რომლებიც 2023 წლის განცდებს ასახავს