5
Dec
2018

სფეისი – რა შეიცვალა აპლიკაციის განახლებულ ვერსიაში

5 Dec 2018

ნახევარი წლის წინ, სრულად ციფრული საბანკო მომსახურება – სფეისი შეიქმნა. სფეისი ე.წ. ნეობანკია, ანუ ბანკი ფილიალისა და სხვა ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც მხოლოდ მობილურში არსებობს აპლიკაციის სახით. აპლიკაციაში შესაძლებელია: საბანკო ანგარიშის დისტანციურად გახსნა, სფეის ბარათის შეკვეთა, სესხის აღება, 24/7-ზე ნებისმიერი ბანკის ბარათზე თანხის მომენტალურად გადარიცხვა, სხვა ბანკის ბარათების მიბმა, კომუნალურების გადახდა უფასოდ და სხვა.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

ოქტომბერში, სფეისმა აპლიკაცია განაახლა და დაამატა ის ფუნქციები, რომლებსაც შემქმნელების აზრით, მომხმარებელი ყველაზე მეტად ითხოვდა. „აპლიკაციის განახლებულ ვერსიაში ყველა ცვლილება განხორციელდა მომხმარებლის კომენტარების და  მოთხოვნების გათვალისწინებით. ამ სიახლესთან ერთად, ჩვენ ბეტა ვერსიის ეტაპი დავასრულეთ და წინ კიდევ უფრო საინტერესო ცვლილებებს ვგეგმავთ“ – აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე.

სფეისის განახლებულ ვერსიაში უკვე შესაძლებელია: პასპორტით რეგისტრაცია, რეგისტრაცია ინდ. მეწარმეებისთვის, ანგარიშის ნომრით გადარიცხვა. ასევე გამარტივდა სესხის აღების პროცესი, ბარათის გააქტიურება და გამოჩნდა ტრანზაქციების ისტორია.

ონლაინ სესხის აღება პირდაპირ სფეისის აპლიკაციიდანაა შესაძლებელი.

სფეისის გადმოწერა შესაძლებელია როგორც App Store-დან, ისე Google Play-დან. ვებ-გვერდის მისამართია: space.ge

[R]

განხილვა