6
Nov
2018

ციფრულ ბანკ Space-ს ახალი ფუნქციები დაემატა

6 Nov 2018

ოქტომბერში, სრულიად ციფრულ ბანკ „სფეისს“, რომელიც აპლიკაციის სახით, მხოლოდ ჩვენს მობილურებში არსებობს, ახალი ფუნქციები დაემატა. ქართული ციფრული ბანკი ნახევარი წლის წინ გამოჩნდა და მაშინ, იდეის ავტორებს სჯეროდათ, რომ „სფეისი“ გარდამტეხ როლს შეასრულებდა ყოველდღიური ფინანსების მართვის საკითხში. ამ მიზნით, ისინი მოქმედებას აგრძელებენ. როგორც „სფეისში“ ამბობენ, ცდილობენ შექმნან და დაამკვიდრონ ყოველდღიური ბანკინგის სრულიად ახლებური სერვისი, მომავლის ციფრული ბანკი, რომლის განვითარების მთავარი მონაწილე მომხმარებელია და ამიტომ, აპლიკაციის განახლებული ვერსიის შექმნისას, ყველაზე მეტად, სწორედ მომხმარებელთა მოთხოვნები და რეკომენდაციები გაითვალისწინეს.

აპლიკაციის ახალ ფუნქციებთან დაკავშირებით, მარკეტერს „სფეისის“ პროექტის ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე ესაუბრა:

„დღეს „სფეისში“ უკვე შესაძლებელია პასპორტით რეგისტრაცია. გაშვების დღიდან ბევრი გვწერდა, რომ ვერ რეგისტრირდებოდა ახალი პირადობის უქონლობის გამო. ჩვენმა დეველოპერებმა ღამეები ათენეს, რომ მოგვესწრო პასპორტით რეგისტრაციის დამატება. ინდ. მეწარმეებს მივეცით რეგისტრაციის საშუალება, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მეწარმე სულისკვეთების მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. გავხსენით ტრანზაქციების ისტორია და დავამატეთ პროფილის მართვის საშუალება აპლიკაციიდან. ასევე მომხმარებელთა მოთხოვნით, დავამატეთ ანგარიშიდან ანგარიშზე გადარიცხვის საშუალება. აქამდე ძალიან პოპულარული იყო ჩვენი, ბარათებს შორის გადარიცხვის ფუნქცია, რომელიც უნიკალურია 24/7 მომსახურებით და თანხის მომენტალური ასახვით. გავამარტივეთ ბარათის გააქტიურებაც. აქამდე თუ აუცილებელი იყო ბანკომატში ბარათის მოთავსება, ახლა ეს პროცესიც სრულად ციფრულია და ბარათი აპლიკაციიდან პინის მოთხოვნისთანავე აქტიურდება“.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს:

აპლიკაცია ყოველთვიურად ახლდება. თითოეულ ვერსიაში, ვცდილობთ მოვაგვაროთ მომხმარებლის ის პრობლემები, რომელსაც ბაზარზე არსებული სერვისები, ვერ აგვარებენ. შემდეგ ვერსიაში, გვინდა, რომ ჩვენს ლოიალურ მომხმარებელს დავუფასოთ აქტიურობა და კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აპლიკაციის მოხმარება. მალე დაგიბრუნდებით სიახლეებით“, – „სფეისი“.

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] კომპანია, ახალ ბაზარზე, ნეობანკ Space-ის მეშვეობით იქნება […]