16
Oct
2019

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია NASA Space Apps Challenge-ს უმასპინძლებს

16 Oct 2019

Alta
Alta


NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად იმართება 200 სხვადასხვა ადგილას და 48 საათი მიმდინარეობს. 18-დან 20 ოქტომრის ჩათვლით, სხვა ქვეყნებთან ერთად, „ნასას“ ჰაკათონის რუკაზე, უკვე ტრადიციულად, საქართველოც აინთება.

ჰაკათონის ფარგლებში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში გამართული Space Apps Challenge-ის მონაწილეებს, საქართველოშიც ექნებათ ხუთი სამუშაო თემა: ოკეანეები, მთვარე, მზის სისტემის პლანეტები და ეგზოპლანეტები, გზა დედამიწიდან ვარსკვლავებისკენ, ცხოვრება ჩვენს სამყაროში. თემის არჩევის შემდეგ, მონაწილეები 48 საათის განმავლობაში იმუშავებენ პროექტზე – აპლიკაციაზე, ან კონკრეტული, ზემოჩამოთვლილ თემებთან დაკავშირებული პრობლემების ტექნოლოგიურ გადაჭრაზე.

აღსანიშნავია, რომ ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც შეუსრულდა 18 წელი და დაინტერესებულია დედამიწისა და კოსმოსის კვლევებით, კოდირებით, ტექნოლოგიებით, დიზაინითა და სხვა გამოყენებითი მეცნიერებებით

რაც შეეხება გამარჯვებულებს, პირველ ადგილზე გასული პროექტი მიიღებს ჯილდოს – 2000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ადგილზე გასული პროექტი მიიღებს 1000 ლარს. რაც მთავარია, NASA Space Apps Challenge ჰაკათონის საუკეთესო პროექტებს Global Awards-ის დაჯილდოებაზე წარადგენენ. 

NASA Space Apps Challenge Abastumaniის ორგანიზატორები არიან Tbilisi Startup Bureau და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჰაკათონის გენერალური პარტნიორია საქართველოს ბანკი. ჰაკათონის პარტნიორია ბილაინი. პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, Zoomout-სა და Fablab Iliauni მხარდაჭერით. ღონისძიების მედიაპარტნიორია Marketer.ge. 

განხილვა