in

როგორ აზიანებს კოსმოსი ასტრონავტების ძვლებს?

ახლად ჩატარებული კვლევა მოწმობს, რომ კოსმოსში თვეობით ყოფნამ, შესაძლოა, ასტრონავტების ძვლებს დიდი საფრთხე შეუქმნას. Scientific Reports-ში გამოქვეყნებული მოხსენება დეტალურად აღწერს, რამდენად სახიფათოა კოსმოსურ სივრცეში დიდხანს ყოფნა ჩვენი ორგანიზმისთვის, მით უმეტეს მაშინ, როცა სულ უფრო მეტი უბრალო მოქალაქე იწყებს ამის გაკეთებას.

M2
M2

კალგარის ფიზიკური აღზრდის სპეციალისტი ლი გეიბლი და მისი გუნდი კოსმოსში მყოფ ასტრონავტებს ადევნებდნენ თვალყურს — ისინი დაახლოებით 47 წლისანი იყვნენ, მათი რაოდენობა კი 17-ს აღწევდა. კოსმოსური მისიები დაწყებამდე და დასრულებისას მათ ულტრა მაღალი გარჩევადობის 3D სკანერის გამოყენებით ჩაუტარდათ კვლევები, რაც ძვლების სიძლიერისა და სიმკვრივის გაზომვას ემსახურებოდა.

როგორც დაკვირვებები მოწმობს, ძვლის სიმკვრივის დაკარგვა ყველაზე აშკარა იყო იმ ასტრონავტებში, რომლებმაც 6 თვეზე მეტი დრო გაატარეს კოსმოსში. ხოლო მათ, ვინც თვეზე ნაკლები დროით იყო წასული, ძვლის სიმკვრივის აღდგენა დედამიწაზე დაბრუნებიდან ნახევარ წელში შეძლეს.

მართალია, უკვე დიდი ხანია, ცნობილია, რომ კოსმოსში ყოფნა ნეგატიურად მოქმედებს ძვლებზე, თუმცა ეს კვლევა იმის განსაზღვრის საშუალებას იძლევა, თუ როგორი პროპორციით შეეფარდება დრო და დაზიანების ხარისხი. ასევე, მეცნიერები დაადგენენ, რა დროა საჭირო დაზიანების აღსადგენად.

სწავლა Miami Ad School Europe-ში სრული დაფინანსებით!

AI დანაშაულს 90%-იანი სიზუსტით ამოიცნობს