in

“სფეისი” ახალი თაობის საყვარელ პლატფორმა BeReal-ზეა!

სულ ცოტა ხნის წინ სრულად ციფრული ბანკი „სფეისი” ახალი თაობისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ სოციალურ მედია პლატფორმაზე გამოჩნდა და ამ ნაბიჯით, მომხმარებლებთან კიდევ უფრო უშუალო კომუნიკაციისა და მეგობრობის გზა იპოვა.

„სფეისში გულწრფელად გვაინტერესებს, როგორია ჩვენი ერთგული და ყველაზე აქტიური მომხმარებლების ყოველდღიურობა და მუდმივად ვცდილობთ, მათთან ორმხრივი კომუნიკაცია დავამყაროთ: მივიღოთ უკუკავშირი, გავცვალოთ ინფორმაცია და გავაზიაროთ ემოცია. Bereal-ის ბაზარზე გამოჩენიდან მალევე აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს გუნდშიც და გარშემომყოფებშიც, ახალი თაობა ამ პლატფორმას ძალიან აქტიურად იყენებდა და ერთმანეთს შეულამაზებელ, რეალურ ცხოვრების მომენტებს სიამოვნებით უზიარებდა. სწორედ ბუნებრიობისა და გულწრფელობის გამო გადავწყვიტეთ ამ პლატფორმაზე შესვლა და მომხმარებლებთან სფეისელების ყოველდღიურობის ჩვენება”,მარიამ ფირცხალაიშვილი, სფეისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ხელმძღვანელი.

რას აღმოაჩენ სფეისის Bereal-ზე?

„პლატფორმის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემთხვევით შერჩეულ დროს, ჩვენი გუნდის წევრები დღეში ერთხელ უზიარებენ მომხმარებლებს სფეისელების ცხოვრებას და აცნობენ ჩვენს ყოველდღიურობას, რომელიც ისეთივე რეალური, მრავალმხრივი, მხიარული და ზოგჯერ ერთფეროვანიც კია, როგორიც ნებისმიერი ჩვენგანის ერთი ჩვეულებრივი დღე. ამ პლატფორმაზე ჩვენი ყოფნის მიზანი არა რომელიმე საბანკო პროდუქტის გაყიდვა, არამედ ადამიანებთან ურთიერთობა და ერთმანეთისთვის სასიამოვნო და სასარგებლო ემოციების გაზიარებაა. მარტივად რომ ვთქვათ, Bereal-ის საშუალებით ჩვენსა და მომხმარებლებს შორის შექმნილ ვირტუალურ დისტანციას ასე კიდევ უფრო ვაქრობთ”, – ამბობს მარიამ ფირცხალაიშვილი.

როგორ დაუმეგობრდე სფეისს Bereal-ზე?

სფეისის Bereal-ზე პოვნა მარტივია. თუ უკვე გადმოწერე აპლიკაცია შენს მობილურ ტელეფონში, ძიების ველში ჩაწერე Space_being_real, დააჭირე “ADD” ღილაკს და სულ ესაა. შევხვდებით Bereal-ზე!

[R]

რობოტი ARTEMIS ფეხბურთის მატჩისთვის ემზადება

ქართველი ფერმერის და ლეგენდარული LEVI’S-ის ჯინსების ისტორია