კოსმოსურ კვლევებზე პირველი დღეს ნასასა და SpaceX-ის ლოგოები კი შეიძლება გვახსენდებოდეს, მაგრამ ამის მიღმა სიმბოლოებით მდიდარი ისტორია იმალება, რომელიც ეპოქის თავისებურებებსაც გვაზიარებს. ამაში თავადაც დაგარწმუნებთ იტალიელი დიზაინერისა და შემოქმედებითი ხელმძღვანელის დავიდე მაშოლის SELA (Space Exploration Logo Archive) — არაჩვეულებრივი კოლექცია, რომელიც 370 ლოგოს აერთიანებს და კოსმოსის კვლევის მდიდარ ვიზუალურ ისტორიას გვაცნობს. 1942 წლიდან 2023 წლამდე პერიოდს მოიცავს და გვაჩვენებს, როგორ აისახება დიზაინში ადამიანების სწრაფვა კოსმოსისკენ.
თუმცა ეს უბრალო წიგნზე ბევრად მეტია, ხუთ ნაწილადაა გაყოფილი და თითოეული განსხვავებულ ფერთა პალიტრას გვთავაზობს. საინტერესოა, რომ წიგნში 8 თემატურ თავსაც ვეცნობით. ლოგოებს შორის კი, ნასას საკულტო ნიშნებთან ერთად, იშვიათი მისიების სიმბოლოებსაც ნახავთ. თითოეული ინოვაციებისა და მიღწევების ამბებს ჰყვება, გრაფიკული დიზაინერების ხედვასა და შემოქმედებითობას ირეკლავს, რომლებმაც არაერთი კოსმოსის მოყვარული შთააგონა.
ეს ყველაფერი კი მაშოლის სურვილით დაიწყო, შეექმნა რაღაც ისეთი, რისი ყიდვაც თავადვე მოუნდებოდა.
„SELA-ს მიზანი იმ დიზაინერების პატივისცემაა, რომლებმაც კოსმოსური კვლევები ვიზუალურად დასამახსოვრებელი გახადეს. ეს ლოგოები უბრალო სიმბოლოებზე ბევრად მეტია, ეპოქის წარმოსახვასა და მიღწევებს ასახავს“, — აცხადებს დიზაინერი.
აღსანიშნავია, რომ SELA-ს წიგნი Risograph-ის ბეჭდური სტუდიის ეკომეგობრული მეთოდებით შექმნეს. მასთან ერთად კი პოსტერებსა და სტიკერებსაც ვიხილავთ, რაც კოსმოსური კვლევების ვიზუალური ისტორიის არდავიწყებას ემსახურება. გვაჩვენებს, რა როლი შეასრულა ლოგოებმა საზოგადოების წარმოდგენის ჩამოყალიბებაში კოსმოსური კვლევების შესახებ.
მეტიც, ონლაინ არქივი შემოგვთავაზეს, სადაც მაშოლის წიგნის თითოეული გვერდი დეტალურად შეგიძლიათ, დაათვალიეროთ.