in

Space Explorers Club ასტრონავტების ვირტუალურ ლექციებზე მონაწილეობის შესაძლებლობას გაძლევთ!

კლუბის წევრები ერთ-ერთი ასტრონავტისგან პერსონალურად მისასალმებელ წერილსაც მიიღებენ

veon
veon

ასტრონავტის სტიპენდიის ფონდი (ASF), რომელიც 1984 წელს 7 ასტრონავტის მიერ შეიქმნა, თავის ყოველთვიური კლუბის, Space Explorers Club-ის ფარგლებში ადამიანებს შეეძლებათ, ვირტუალურად იურთიერთონ მკვლევრებთან, რომლებიც კოსმოსში ისტორიას ქმნიან… ფონდი მართლაც დაუვიწყარი ონლაინ შეხვედრების სერიას ჰპირდება წევრებს. 

“მიაღწიეთ თქვენი ენთუზიაზმის ზღვარს. ვირტუალურ სივრცეში ჩაერთეთ კოსმოსური სივრცის ზოგიერთ ლეგენდარულ ლიდერთან” – წერს ASF საკუთარ ვებგვერდზე. 

აღსანიშნავია, რომ ახალი ინიციატივა მეცნიერებით, ტექნოლოგიით, ინჟინერიითა და მათემატიკით დაინტერესებულ ადამიანებს დიდ დახმარებას გაუწევს – კლუბში ისეთი ასტრონავტ მკვლევრები გაუწევენ მენტორობას წევრებს და გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს კოსმოსურ სივრცეში. 

აპოლო 13 მთვარის მოდულის მფრინავი ფრედ ჰეიზი კლუბის ღონისძიებებს 8 მაისს დაიწყებს და შატლ Enterprise-ის ფრენის გამოცდილების შესახებ წარადგენს პრეზენტაციას. ეს არის NASA-ს ორბიტერის პროტოტიპი, რომელიც ტესტირებისთვის გამოიყენებოდა. თანაც, ჰეიზის პრეზენტაცია კოსმოსური ხომალდის პირველ დღეებზე, პროგრამის პირველი განხორციელების 40 წლის იუბილეს მოსდევს. 

ეს მეტია, ვიდრე უბრალოდ ლექცია – Space Explorers Club-ის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, ლექციის მოსმენის შემდეგ შეკითხვები დაუსვან მომხსენებელს. სამომავლო პრეზენტაციები ისეთ თემებს შეეხება, როგორიცაა კოსმოსური ტურიზმისთვის მზადება და მომავლის კოსმოსური ცხოვრების გაცნობიერებაც. კლუბის პირველ წელს დაგეგმილ სხვა ასტრონავტებს შორისაა კოსმოსური ხომალდის Discovery-ის პირველი მფრინავი მაიკლ ქოუტი, ეილინ კოლინზი, პირველი ქალი, რომელიც მეთაურობდა სამარშრუტო მისიას და სენდი მაგნუსი, რომელიც შატლის უკანასკნელ ფრენაში მონაწილეობდა. 

ფიქრობთ, მხოლოდ ლექციებია და მეტი არაფერი?! ცდებით! კლუბის წევრები ერთ-ერთი ასტრონავტისგან პერსონალურად მიიღებენ მისასალმებელ წერილს, სერთიფიკატს და წევრობის დანომრილ სამკერდე ნიშანს. ასევე, აბონენტებს გადასცემენ ფოტოებს, რომლებზეც სხვადასხვა ასტრონომების ავტოგრაფი იქნება დატანილი. 

და ბოლოს, თუ კოვიდ სიტუაცია ფიზიკური ღონისძიებების უსაფრთხოდ განახლების საშუალებას მოგვცემს, შესაძლოა, წევრები პირადად მიიწვიონ შერჩეულ ასტრონავტებთან. 

Space Explorers Club-ის რეგისტრაცია ორშაბათს დაიწყო და სამწუხაროდ, მონაწილეთა რაოდენობა 35 ადამიანამდეა შეზღუდული. მის წლიურ გადასახადს კი, $999 შეადგენს.

King David-ში ბოლო ბინების გაყიდვა დაიწყო!

Social Impact Award 2021 იწყება