in

სრულად ციფრული მომსახურება „სფეისისგან“ უკვე ბიზნესისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება

„პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში „სფეისი“, მალე, იურიდიულ პირებსაც მოემსახურება. პირველი პროდუქტი, რომლითაც „სფეის ბიზნესი“ ბაზარზე გამოჩნდება იქნება სესხი იურიდიული პირებისთვის, უფრო კონკრეტულად კი – სტარტაპებისა და მცირე ბიზნესებისთვის“.

„სფეისში“ ამბობენ, რომ ბიზნეს სესხებზე ინოვაციური მიდგომა ექნებათ როგორც პროდუქტის, ისე ტექნიკური გადაწყვეტების მხრივ.

„უკანასკნელმა მოვლენებმა კიდევ უფრო ცხადყო დისტანციური სერვისების ძალა. ჩვენ, უკვე ორი წელია, სრულად ციფრულ მომსახურებას ვთავაზობთ ფიზიკურ პირებს და მალე, პირველად საქართველოში, ბიზნეს სესხიც მთლიანად ავტომატურად, ადამიანური ჩარევის გარეშე გაიცემა. ამიტომ, აღარ იქნება საჭირო უამრავი საბუთის და ფინანსური ინფორმაციის შეკრება სესხის დამუშავებისთვის, შემდეგ კი დღეების ან კვირების განმავლობაში ლოდინი, პასუხის მისაღებად“, – ამბობს ნათია სვანიძე, Product Owner „სფეისში“.

როგორ იმუშავებს „სფეისის“ ბიზნეს სესხი?! 

„სფეის ბიზნეს სესხის პროცესი უნიკალურია, რადგან ის აგებულია მესამე მხარეებთან ინტეგრაციასა და სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მომენტალურად წამოღებაზე. პროცესი მეწარმეს საშუალებას აძლევს, სესხზე განაცხადი გააკეთოს სახლიდან გაუსვლელად და პასუხი მიიღოს მყისიერად. ეს მნიშვნელოვნად დაზოგავს როგორც მეწარმეების, ისე ბუღალტრების დროს“,  – ამბობს ანა ქარქაშაძე, ბიზნეს ანალიტიკოსი „სფეისში“.

განსხვავებული და ამავდროულად ბიზნესების საჭიროებებზე მორგებულია პროდუქტის შინაარსიც.

„მომხმარებელს შეეძლება, დაიმტკიცოს მაქსიმალური ლიმიტი 1 წლით, რომელზეც არავითარ პროცენტს არ გადაიხდის, თუმცა გარანტირებული თანხა ერთი წლის განმავლობაში მის განკარგულებაში იქნება. პროცენტი დაერიცხება მხოლოდ ათვისებულ თანხას. დამტკიცებული ლიმიტიდან თანხის ათვისება შეეძლება მარტივად, სულ რამდენიმე კლიკით. ამასთან, სესხის წინსწრებით დაფარვა უფასოა, რაც ბიზნესებს საშუალებას მისცემს, მარტივად დააფინანსონ ფულის დეფიციტი, გადააგორონ რთული ფინანსური დღეები და სესხი დაფარონ ყოველგვარი ბარიერის გარეშე მაშინ, როდესაც ბიზნესს უკვე შემოსავალი ექნება“, – ამბობს თეკო ისაკაძე, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი „სფეისში“.

„სფეისი“, ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. დღეს კი, გარდა სერვისების დამატებისა, უკვე ორ ქვეყანაში, უზბეკეთსა და გერმანიაში ექსპანსიაზე მუშაობს. როგორც „სფეისში“ ამბობენ, წლის ბოლომდე, ქართული ნეობანკი, ორივე ქვეყანაში გაეშვება.

 

[R]

კომპანია SOLVIT-ი Amazon AWS-ის პარტნიორი გახდა, მათი პირველი ერთობლივი ვებინარი 29 სექტემბერს

დღეიდან, სამაგიდო თამაშები „ევროპაბეთზე“ უფასო ხდება