11
Jul
2019

სფეის თამაში – ლოიალობის უნიკალური პროგრამა

11 Jul 2019

დღეიდან, ყოველ პარასკევს, სფეისში, შესაძლებელია, მოიგოთ ფული იმაში, რასაც ისედაც, ყოველდღიურად, მარტივად და სიამოვნებით აკეთებთ. საკმარისია, უბრალოდ, გამოიყენოთ სფეის ბარათი და შეასრულოთ სხვა მისიები.

 

 

სფეისის შექმნის დღიდან, არაერთი მომხმარებელი გვთხოვდა, დაგვემატებინა ლოიალობის პროგრამა. გვინდოდა, ერთგულებისთვის მადლობაც სფეისური გამოგვსვლოდა. ჰოდა, სფეის თამაში მოვიფიქრეთ – ჩვენებური ლოიალობის პროგრამა, რომელიც სფეისის სხვა სერვისებივით, ძალიან მარტივი, სახალისო და რაც მთავარია – მყისიერია.“ – ამბობს სფეისის წარმომადგენელი ნათია სვანიძე – „ არანაირი ქულების გადაცვლა-გადმოცვლა და გამრავლება-გაყოფასფეის თამაშში ჩასართავად უბრალოდ უნდა იყო აქტიური სფეისელი, გამოიყენო სფეის ბარათი და ყოველ პარასკევს ამაში მიიღებ პირდაპირ ფულს.“

რა არის სფეის თამაში?

ეს არის ყოველკვირეული თამაში – პარასკევიდან პარასკევამდე, რომელშიც, ბარათით გადახდის და სხვა შესრულებული მისიების მიხედვით, ჯილდოვდებით ფულით.

რა არის მისია და როგორ შევასრულოთ?

სფეის მისიები არის მარტივი, ყოველდღიური ფინანსური თუ არაფინანსური ქმედებები, რომლის შესრულებითაც შეგიძლიათ, მოიგოთ ფული. მისიაა სფეის ბარათით ან სტიკერით გადახდა, მობილურის ბალანსის შევსება, კომუნალურების გადახდა, მეგობრის მოწვევა და ა.შ.

რას ვიგებთ?

ყოველ პარასკევს, 18:00 საათზე იგებთ მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 150 ლარს.

როგორ მოვიგებთ?

სფეისის თითოეული მისიის შესრულებისას იღებთ შესაბამისი ოდენობის ვარსკვლავს. მაგალითად, თუ გადაიხადეთ სფეის ბარათით 10 ლარი, მიიღებთ 100 ვარსკვლავს. ვარსკვლავების რაოდენობით დგება ლიდერების სია, რომელიც ცოცხალ რეჟიმში იცვლება თქვენი და სხვა სფეისელების აქტიურობის მიხედვით. რაც მეტი ვარსკვლავი გაქვთ, მით უფრო ზემოთ ხართ რეიტინგში და იგებთ მეტ ფულს. ლიდერების სია შეგიძლიათ, ძალიან მარტივად შეამოწმოთ აპლიკაციიდანვე. თუ პარასკევს, 18:00 საათზე სფეისელების 300 ლიდერს შორის მოხვდებით, ფული გარანტირებულად თქვენია. ყოველ პარასკევს, გამარჯვებულების გამოვლენისას, შედეგები ნულდება და თამაშს თავიდან იწყებთ. შესაბამისად, ყოველ კვირას ყველა სფეისელს მოგების თანაბარი შანსი აქვს.

რატომ თამაში?

„თამაშით სწავლა, მუშაობა, დამახსოვრება ბევრად უფრო მარტივია. რატომ არ შეიძლება თამაშის ელემენტები ჩვენი ყოველდღიური ფინანსების მართვაშიც შემოვიტანოთ? თამაშის ელემენტების გამოყენება „არა თამაშის” კონტექსტში უფრო და უფრო პოპულარული ხდება – ამ მოვლენას „გემიფიკაციის” სახელით იცნობენ მსოფლიოში. ვიღებთ ჩვენს ყოველდღიურობას, ვამატებთ თამაშის ელემენტებს და გამოგვდის უფრო სასიამოვნო ყოველდღიურობა. თამაშში ჩასართავად აუცილებელია, აპლიკაციის განახლება.

შეგახსენებთ, სფეისი არის პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში, რომელიც ყოველდღიური ბანკინგის მარტივ, სწრაფ და დისტანციურ სერვისს გთავაზობს.

პარტნიორის კონტენტი

განხილვა