in

დიზაინერებმა ვისკის ახალი უნიკალური სასმისი შექმნეს

კოსმოსში მოგზაურობის ერა არც თუ ისე შორსაა. არც ის დროა შორს, როდესაც ბრენდები კოსმოსში გასაგზავნ პროდუქტზე დაიწყებენ ზრუნვას.

BOG

1827 წელს დაარსებულმა შოტლანდიური ვისკის ბრენდმა “Ballantine”-მა “Open Space Agency”-ს ჯგუფთან ერთად ვისკის ახალი, უნიკალური სასმისი “Space Glass” დაამზადა. სასმისის პროტოტიპი 3D პრინტერზე გაკეთდა. “Space Glass”-სა და ჩვეულებრივ სასმისს შორის განსხვავება ჭიქაში ჩამონტაჟებული სპირალია, რომლის საშუალებით ვისკის დალევა უწონადობაშიც შესაძლებელი გახდა.

სანამ ინჟინრები და დიზაინერები სასმისზე მუშაობდნენ, “Ballantine”-მა ახალი ვისკი “Ballantine Space Whisky”-ი გამოუშვა და “Havas Work Club”-მა ნოვატორულ გამოგონებაზე საინფორმაციო და სარეკლამო რგოლი გადაიღო.

 

სასმისის კონსტრუქცია

Space-Whisky-Glass-Breakdown

საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი 110 წლისაა.

შესანიშნავი ექსპერიმენტი, რომელიც მეცნიერებს და მუსიკას აერთიანებს