ვის არ უყვარს ფერმის ახალი, იდეალური ხილისგან დამზადებული ჯემი? ალბათ, მისადმი სიყვარული კიდევ უფრო მეტად იზრდება, როცა საქმე “კოსმოსურ ჯემთან” გვაქვს!
ჯემის კომპანიამ გადაწყვიტა, შეექმნა კოსმოსური ჯემი, რომელიც კრეატიულად ეხმიანება Warner Brothers-ის ფილმს “კოსმიური შეჯიბრი 2”.(Space Jam 2)
კამპანიის მთავარ სახეს წარმოადგენს ერთი წყვილი, რომელიც ყოველდღიურად დადის ფერმაში, ჯემისთვის ხილს აგროვებს და თანაც ამბობს – “ყოველდღიურ კვებას ხრაშუნა კვირა საღამოდ აქცევს”. საინტერესოა, რას უნდა ველოდეთ მისგან? რითი განსხვავდება ის ჩვეულებრივი ჯემისგან? კამპანია თითქოს იმის ილუზიას გვიქმნის, რომ კოსმოსურ სივრცეში მიმოფანტული ვარსკვლავები პირდაპირ ჯემის ქილაში აღმოჩნდება!
კამოანია Wieden+Kennedy-ის, BBDO-ს, Hunter Fine-სა და კომერციული დირექტორს პიტერ მარკიზს ეკუთვნის. მათ შექმნეს ვებგვერდი იმ იმედით, რომ Warner Brothers დომეინს საკუთარი პიარისთვის სულ რაღაც 1 000 000 დოლარად შეიძენს.
ვიდრე Warner Brothers SpaceJam2.com-ის შეძენას გადაწყვეტდეს, მომხმარებლებს რეალურად შეუძლიათ კოსმოსური ჯემის ყიდვა და დაგემოვნება.