in

Space-ის არტ დირექტორი მარიამ (საშა) აქულაშვილი გახდა

ნეობანკ Space-ს შემოქმედებით ხელმძღვანელობას, ამიერიდან მარიამ (საშა) აქულაშვილი გაუწევს. განვლილი ორი წლის განმავლობაში, ის კრეატიული სააგენტო HOLMES & WATSON-ის გრაფიკოსი დიზაინერი იყო (და ახლაც აგრძელებს თანამშრომლობას), იქამდე კი, ჯერ Betterfly DDB-ს, შემდეგ კი, თიბისის გრაფიკოსი დიზაინერი იყო.

მარიამ საშა: “არტ დირექტორობა ახალი გამოწვევაა ჩემთვის. სფეისი თვითონ ინოვაციური ბრენდია, ღიაა ცვლილებებისთვის. აქედან გამომდინარე მეტი თავისუფლება მაქვს მისი ვიზუალური სტილის განსაზღვრაში. მგონია, რომ ამ ექსპერიმენტიდან საინტერესო შედეგი შეიძლება მივიღოთ, რადგან ბრენდიც ნორჩია და ჩემი არტდირექტორობაც, რაც მოქნილობას მატებს პროცესს.”

 

როგორ შევარჩიოთ ოფისისთვის მცენარე? – ფლორისტი ბექა ბოკუჩავა

ბევრ მუშაობას ჩვევად ნუ გაიხდი და თავს ნურც თანამშრომლების ექსპლუატაციის ნებას მისცემ