in

Space Perspective ორბიტაზე მყოფ ტურისტებს „კოსმოსურ სპას“ სთავაზობს

გასულ წელს თუ Space Perspective-მა ნახშირბად-ნეიტრალური კოსმოსური ფრენის გამოცდილება შემოგვთავაზა, ახლა ორბიტაზე მოსასვენებელ სივრცეს წარმოგვიდგენს, რომელსაც Space Spa-ს სახელით გვაცნობს. კაფსულის ინტერიერში მდებარეობს და მარტივად დაიტევს 8 ტურისტსა და კაპიტანს. როგორც ამბობენ, იგი თვითმფრინავის პირველი კლასის კაბინებსაც კი აჯობებს…

M2
M2

შესაბამისი და მშვენიერი დიზაინით შემუშავებული მოსასვენებელი ოთახი უნიკალური გამოცდილების შეთავაზებაში გვიწყობს ხელს და აქცენტს აკეთებს წარმოუდგენელ ხედებზე, რომლებიც კოსმოსში იშლება, იქნება ეს ჩვენი ატმოსფეროს წვრილი ლურჯი ხაზი, ვარსკვლავები ზემოთ თუ დედამიწა ქვემოთ, — აცხადებს ჯეინ პოინტერი, Space Spa-ს დამფუძნებელი.

როგორც დიზაინერები ამბობენ, Space Spa-ს ხედვა უფრო მეტად ისეთი გარემოს შექმნას ისახავდა მიზნად, რომელიც სპას მსგავსი იქნებოდა და არა, ჩვეულებრივ იმის, რასაც საჰაერო ხომალდები გვთავაზობს. შესაბამისად, მეტად ნაზი ესთეტიკითაა წარმოდგენილი, ოპტიმისტური ფერთა ტონებით, სინათლით, რომელიც ფანჯრიდან შემოსულ ხედებს ესადაგება… ეს ყველაფერი კი მგზავრებისთვის უზრუნველყოფს სივრცეს, რომელშიც სასიამოვნოდ დასვენებას შეძლებენ.

Tiffany & Co.-ს მაღაზიის ფასადი გადამუშავებული პლასტმასასგან შექმნეს

ცეცხლგამძლე წიგნი — კრეატიულმა სააგენტომ „ანტიცენზურის“ სიმბოლო შექმნა