in

გადაიღეთ სელფი უფასოდ კოსმოსში — NASA-ს ყოფილმა ინჟინერმა ამისთვის 5-მილიონიანი თანამგზავრი დაგვითმო!

კოსმოსში სელფები მხოლოდ ასტრონავტებისთვის აღარ არის — მარკ რობერმა ეს ყველასთვის შესაძლებელი გახადა, მთავარია, ტელეფონი და ინტერნეტი გქონდეთ. ნასას ყოფილმა ინჟინერმა, რომელიც სამეცნიერო კონტენტით არის ცნობილი YouTube-ზე, Space Selfie-ის პროექტი ჩაუშვა — ამბიციური ინიციატივაა, რომელიც ადამიანებს სელფების ატვირთვის და ორბიტის ფონზე ჩვენების შესაძლებლობას სთავაზობს.

M2
M2

Space Selfie-ის პროექტი 5 მილიონი დოლარის ღირებულების თანამგზავრ SAT GUS-ზეა დამოკიდებული — 2025 წლის იანვარში SpaceX Falcon 9-ით Vandenberg Space Force Base-დან გაუშვეს და დედამიწის ირგვლივ 43 252 კმ/სთ სიჩქარით ბრუნავს, ზედაპირიდან დაახლოებით 605 კმ. სიმაღლეზე.

Google Pixel-ის ეკრანითა და Redwire Argus-ის კამერით აღჭურვილი თანამგზავრი მომხმარებლების მიერ გაზიარებულ ფოტოებს ეკრანზე აჩვენებს, რა დროსაც დედამიწის მრუდი და ღრუბლიანი პეიზაჟი დრამატულ ვიზუალს ქმნის.

პროექტში ჩართვას კი საკმაოდ მარტივად შეძლებთ, Space Selfie-ის ვებგვერდზე სელფი ატვირთეთ, რის შემდგომაც იგი სატელიტს გადაეცემა. SAT GUS ამ გამოსახულებას კოსმოსის ფონზე დააფიქსირებს და მას მომხმარებლებს უკან გაუგზავნის. ჩამოტვირთვას კი ჩვეულებრივ უფასოდ შეძლებთ. 

ფოტოების პირველ ტალღას 2025 წლის შუა პერიოდისთვის ელიან, თავად რობერი კი პროექტს აღწერს, როგორც გზას, გახადოს კოსმოსის შესწავლა მეტად ხელმისაწვდომი. Space Selfie 13 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერ ადამიანს აძლევს შანსს, მოხვდეს კოსმოსში სულ მცირე პიქსელებით მაინც…

ხოლო ეს პროექტი რომ რეალობად ექცია, რობერის CrunchLabs-მა Google-თან და T-Mobile-თან ითანამშრომლა. ასე კი ხაზი კომერციული კოსმოსური ინიციატივების მზარდ ტენდენციასაც გაუსვა, რომლის მიზანი კოსმოსის სახლთან მიახლოებაა…

ქართველმა სტუდენტებმა საბჭოთა დროინდელ ვინილებს ქართული იდენტობა დაუბრუნეს

არ გამოგრჩეს, აღნიშნე 1 ივნისი საქართველოს ბანკის შეთავაზებებით