in

ამინდის გამო, ისტორიული მისია გადაიდო – SpaceX ISS-ზე ასტრონავტების გაყვანას 30 მაისს ცდის

ჩვენი დროით 28 მაისს, 00:33-ზე, SpaceX-ს პირველად უნდა გაეშვა კოსმოსში ასტრონავტები. NASA კი, 2011 წლის შემდეგ, პირველად სწორედ ამ დღეს შეძლებდა რუსეთისგან დამოუკიდებლად გაეგზავნა ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS). სამწუხაროდ, ამინდის გაუარესების გამო, მისია აფრენამდე 17 წუთით ადრე გადაიდო. მისიის ახალი თარიღი 30 მაისია, თბილისის დროით – 23:22. SpaceX-ის რაკეტით Falcon 9 და ხომალდით Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გამგზავრებას ისევ ცდის ორი ამერიკელი ასტრონავტი – რობერტ ბენკენი და დაგლას ჰარლი.

M2
M2

ფრენის გადადების მიზეზი ფლორიდაში უამინდობა გახდა. მთელი დღის განმავლობაში განიხილავდნენ, რომ ამინდს შეეძლო ხელი შეეშალა ისტორიული ფრენისთვის. თუმცა, რაც უფრო უახლოვდებოდა პროცესი აფრენის მომენტს, მით უფრო გვჯეროდა, რომ ეს ეჭვი არ გამართლდა. ღრუბლებმა, რომლებმაც აფრენამდე 17 წუთით ადრე კონცენტრირდნენ რაკეტის თავზე, გაშვებას მნიშვნელოვანი დაბრკოლება შეუქმნეს. შესაბამისად, ის გადაიდო.

Photo Credit: to.edu.ge

როგორ ხვდება ტურიზმი ინდუსტრიის გახსნას?!

Burger King-ის „სოციალური დისტანციის ვუპერი“, ხახვის სამმაგი ფენით, ახლოს ყოფნას გაუსაძლისს ხდის