31
Oct
2016

BASSIANI-ს ოჯახის ახალი წევრი SPACEHALL 19 ნოემბერს გაიხსნება

31 Oct 2016

ნაჯა ორაშვილი, ფოტო ნიკა ფანიაშვილი

ნაჯა ორაშვილი

SPACEHALL  მულტიფუნქციური, კულტურული სივრცე/პლატფორმაა, რომელიც მსმენელს თანამედროვე ჟღერადობის მუსიკალურ ბენდებს, ელექტრონულ მუსიკას, საშემსრულებლო ხელოვნების აქტუალურ არტისტებს, ცოცხალ კონცერტებსა და წარმოდგენებს შესთავაზებს. BASSIANI-ს ოჯახის ახალი წევრი SPACEHALL 19 ნოემბერს გაიხსნება წერეთლის 2 ნომერში. აქვე დაიდებს ბინას პროექტი MUZAME, რომელიც ექსპერიმენტული  და ალტერნატიული  მუსიკის ფართოდ გავრცელაბზე ზრუნავს. პროექტის შესახებ უფრო დეატალურად  BASSIANI-სა და SPACEHALL-ის წარმომადგენლის, ნაჯა ორაშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ.

M: რა მიზანს ისახავს SPACEHALL-ის გახსნა?

თანამედროვე ხელოვნება თავის თავში ტექნიკის არაერთ საშუალებას იყენებს: აუდიო, ვიზუალური, ტექსტი. მათი კომბინაციით იქმნება მნიშვნელოვანი სახელოვნებო-მუსიკალური ნამუშევრები, რომელსაც უამრავი მიმდევარი და გამზიარებელი ჰყავს ყველგან, მათ შორის, საქართველოშიც. აქტუალურ კულტურულ პროცესებში ჩართვა საზოგადოების წინსვლის აუცილებელი წინაპირობაა. SPACEHALL-ის მიზანი სწორედ ამ პროცესის ცოცხლად, სცენაზე გადმოტანაა.

19 ნოემბერს, SPACEHALL-ის სივრცეს დეტროიტ ტექნოს და ჰაუსის ცოცხალი ლეგენდა Omar-S გახსნის. მასთან ერთად დაუკრავენ დიჯეი და პროდიუსერი KVANCHI და Vodkast-ის დამაარსებელი და ვინილ კოლექტორი – Vakho.

spacehallM: რა მოლოდინები გაქვთ პროექტთან დაკავშრებით?

თანამედროვე ალტერნატიული ხელოვნება და ცოცხალი მუსიკა დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. მისი მოყვარულთა რაოდენობა საქართველოში დღითიდღე იზრდება. SPACEHALL-ისთვის მნიშვნელოვანია როგორც უცხოელი არტისტების ინტერაქცია ადგილობრივ მსმენელთან, აგრეთვე ნიჭიერი ქართველი არტისტების დაკავშირება და ჩართვა გლობალურ კულტურულ პროცესებში. SPACEHALL-ის სცენიდან მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გახდეს თანამედროვე ქართული მუსიკალური კულტურისა და ხარისხის განვითარებისთვის.

M: რა პლატფორმაზე დგას SPACEHALL?

თანამედროვე ხელოვნების აქტუალურობიდან და მისი მიმდევრების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან კავშირის გასამყარებლად SPACEHALL არაერთ საკომუნიკაციო პლატფორმას გამოიყენებს, მათ შორის: ონლაინ მედიას, სოციალურ ქსელებს, მასმედიასა, თუ გარე რეკლამას.

14705748_1678413815806221_1980902380959483179_n (1)

განხილვა