პროცესების გაციფრულება და ავტომატიზება უამრავი ბიზნესის დღის წესრიგში დადგა. ეს პროცესი განსაკუთრებით დააჩქარა პანდემიამ. ამ გამოწვევის წინაშე არიან კვების ობიექტები, რომლებსაც ეფექტიანობის გასაზრდელად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სანდო პროგრამული უზრუნველყოფა სჭირდებათ. ეს საჭიროება დაინახა ანა ლიპარტელიანმა, სარესტორნო სფეროსთვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა გადაწყვიტა. სარესტორნო პროცესების, თანამედროვე პროდუქტის განვითარებისა და პროგრამირების სიღრმისეული ცოდნის გაერთიანებით, 10-წლიანი გამოცდილება საკუთარი ბიზნესისკენ მიმართა. მან შენიშნა, რომ ბაზარზე არსებული პროგრამები სათანადოდ ვერ ითვალისწინებდენ რესტორნების თანამედროვე მოთხოვნების ყველა ასპექტს, რაც მნიშვნელოვან შეფერხებებს იწვევდა ოპერაციებში და ვერ ახერხებდა რესტორნების განთვიარების სათანადო მხარდაჭერას. ასე ჩამოყალიბდა SpaceM, რომელმაც გამოცდილ IT პროფესიონალებთან ერთად, საერთაშორისო პერსპექტივის პროდუქტი შექმნა.
M: რა საჭიროება აქვთ, ციფრული მხარდაჭერის თვალსაზრისით, კვების ობიექტებს?
კვების ობიექტებისთვის უმიშვნელოვანესია სამი ძირითადი კომპონენტი, რაც უნდა უზრუნველყოს კარგმა პროგრამამ:
- ოპერაციების სისწრაფე – მაგალითად შეკვეთის ეფექტურად მიღება და დამზადება, რათა რესტრონის სტუმარმა მიიღოს საუკეთესო შეუფერხებელი სერვისი
- თაღლითობისგან დაცვა და კონტროლი, რათა რესტორანმა სრულად მიიღოს კუთვნილი შემოსავლები და თავიდან აიცილოს დანაკარგები და პერსონალის არაკეთილსინდისიერი ქმედებები
- ოპერაციების მუდმივი და დროული ანალიზი, რათა რესტორნის მენეჯმენტს ჰქონდეს სრულყოფილი 360-გრადუსიანი ხედვა ხარჯებზე, მოგებიანობაზე და დროულად მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები – მაგალითად, პროდუქტის შესყიდვებზე, მენიუს ოპტიმიზაციაზე, კერძების ფასდადებაზე
M: როგორ პასუხობთ ამ საჭიროებებს SpaceM-ის საშუალებით?
SpaceM–ის (spacem.ge) გუნდისთვის ყველაზე მთავარი პრინციპია, რომ პროგრამის ყველა მომხმარებელმა – მფლობელებმა, მენეჯერებმა და მიმტანებმა მიიღონ საუკეთესო გამოცდილება პროგრამასთან ურთიერთობისას. შესწავლილი გვაქვს და მუდმივად ვაკვირდებით, როგორ იყენებს თითოეული ეს მომხმარებელი პროგრამას და კონკრეტულად მათთვის სპეციალურად ვაუმჯობესებთ UX-ს და ახალ ფუნქციებს ვამატებთ.
აქ მთავარია მუდმივი დიალოგი თითოეული ამ მომხმარებლის ჯგუფთან და მათზე დაკვირვება. აქციენტი გვაქვს პროცესების მაქსიმალურ ავტომატიზაციაზე, რათა ხელით საკეთებელი იყოს მინიმალური. ამით, რესტორანი დაზოგავს პერსონალის რესურსებს და შეცდომის რისკებს დააზღვევს.
ვფიქრობთ რესტორნის საბოლოო მომხმარებელზეც და ვქმნით ფუნქციონალს უშუალოდ მათი ინტერესების გათვალისწინებით, რაც აისახება ჩეკის დიზაინსა და UX-ზე. მაგალითად, ახლახან დავამატეთ კერძების კალორიების მთვლელი, რათა საჭირო შემთხვევაში სტუმარმა იცოდეს, რამდენ კალორიას მიირთმევს.
M: დღესდღეობით, რამდენად მნიშვნელოვანია, რესტორნებისა და კაფე-ბარებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ქონა?
მნიშვნელოვანია არამარტო ზოგადად პროგრამული უზრუნველყოფის ქონა, არამედ ისეთი პროგრამით მუშაობა, რომელიც რესტორანს პროცესების მაქსიმალური ოპტიმიზაციის, მოგებიანობის გაუმჯობესების და სტუმრების საუკეთესო მომსახურების წინაპირობებს შექმნის. დღეს, ბაზარზე ბევრი პროგრამაა, მაგრამ მნიშვნელოვანია ნიუანსები – ყველა პროგრამა დროს არ ზოგავს და არც თაღლითობისგან იცავს რესტორნებს. მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს პროგრამის მომხმარებლების – მფლობელების, მენეჯერებისა და მიმტანების ყოველდღიური საფიქრალი, რათა საუკეთესო გადაწყვეტები შევთავაზოთ მათ თითოეულ მიკრო ფუნქციაში – SpaceM სწორედ ამით გამოირჩევა კონკურენტებისგან.
M: რა სერვისებს მოიცავს SpaceM და როგორი სეგმენტისთვისაა გათვალისწინებული მისი სერვისები?
თავიდანვე მიზნად დავისახეთ, რომ საქართველოში მზარდი კვების ობიექტების ინდუსტრიისთვის უმაღლესი დონის პროფესიონალური მართვის ინსტრუმენტები შეგვეთავაზებინა. ვფიქრობთ, ამის გარეშე სრულფასოვნად ვერ განვითარდება ეს ინდუსტრია ვერც ჩვენთან და ვერც დანარჩენ რეგიონში. პროგრამა ბევრია, მაგრამ ძალიან დეფიციტურია მაღალი დონის პროფესიონალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ნიუანსებში უყურებს თითოეულ პროცესს და ოპტიმიზაციას უკეთებს მათ.
გარდა პროფესიონალური პაკეტისა, რომელიც განკუთვნილია დიდი და დატვირთული რესტორნებისთვის, ბაზარზე გამოვუშვით საბაზისო უფასო პაკეტი, რომელიც მოიცავს დამწყები და მარტივი კვების ობიექტისთვის საჭირო ყველა ფუნქციონალს. ვფიქრობთ, ამით დავეხმაროთ და ხელი გავუმართოთ დამწყებ ობიექტებს, რათა დასაწყისიდანვე შეძლონ მაღალ დონეზე მართონ და გაზარდონ ბიზნესი.
M: როგორ გაუადვილებს ყოველდღიურობას თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა კვების ობიექტების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს?
მიმტანებს სჭირდებათ გაყიდვების წერტილის ინტერფეისის სიმარტივე და სისწრაფე, მენეჯერებს – ბექ-ოფისის ოპერაციების კარგი ხედვა, ეფექტური ანალიზი და მართვის მოქნილობა, ხოლო მფლობელებს – ონლაინ რეჟიმში ობიექტის ხედვა და კონტროლი თაღლითობაზე. ყველა ამ მომხმარებელს ესაჭიროება პროცესების მაქსიმალური ავტომატიზაცია და ხელით სამუშაოს მინიმუმამდე დაყვანა. ამასთან, ბაზარი ძალიან დინამიკურია და სულ იქმნება ახალი მოთხოვნები ფუნქციონალის გაუმჯობესებაზე.
SpaceM-ში თითოეული ქმედება დაწვრილებით გვაქვს შესწვალილი და ვცდილობთ ყველაზე მოკლე და გასაგები გზა შევთავაზოთ თითოეული პროცესის დროს, იქნება ეს შეკვეთის გაკეთება თუ საწყობის მართვა. კონკურენტებისგან სწორედ ნიუანსების ცოდნა და ყურადღება გამოგვარჩევს და ასევე მაღალი ტემპი და მოქნილობა, ახალი ფუქნციების სწრაფი გამოტანა ბაზარზე.
ასევე მრავალ-ობიექტიან ბიზნესებს ვთავაზობთ რესტორნების ჯგუფის ერთიან ხედვას და მართვას ერთი ფანჯრიდან.
M: რა გამოცდილება დგას SpaceM-ის უკან?
SpaceM-ის აქტივშია 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება წამყვანი რესტორნების ოპერაციებში და 15 წელზე მეტი გამოცდილება ციფრული პროექტების განვითარებაში. რაც მთავარია, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომები, Agile-ით მართვის პრინციპები, მუდმივი მოქნილობა და განვითარება, სწრაფი იტერაციებით ფუნქციონალის მოკლე ციკლებით ბაზარზე გამოტანა.
M: როგორ გეგმავთ სტარტაპის განვითარებას?
ბაზარზე გასული წლის შემოდგომაზე გამოვედით, თუმცა უკვე სერიოზული შედეგი მივიღეთ – ორ ათეულზე მეტი ობიექტი გვყავს, მათ შორის, მსხვილი და დატვირთული ობიექტები, როგორიცაა „სორმონი“ და „იუნიქი“. ვფიქრობთ, ეტაპობრივად გავზარდოთ ბაზრის წილი წამყვანი ქართული რესტორნებით, კაფეებით და ბარებით, პროგრამასთან ერთად, ობიექტებს შევთავაზოთ მართვის გაუმჯობესება, რათა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ ჩვენი პროგრამის შესაძლებლობები რესტორნის მომგებიანობის გასაზრდელად.
პარალელურად, უფასო ბაზისური პაკეტი გამოვიტანეთ ბაზარზე, რათა დამწყებებს მივცეთ კარგი პროფესიონალური პროგრამით ბიზნესის გამყარების და განვითარების საშუალება. ეს ე.წ. freemium მოდელია, რაც გულისხმობს იმას, რომ ბევრი მომხმარებელი გვყავდეს, თუნდაც ისინი საწყის ეტაპზე ფულს არ გვიხდიდნენ. სამაგიეროდ, გაიზრდება ჩვენი ინტერაქცია კლიენტებთან, მეტი ინფორმაცია შემოგვივა ბაზრის მოთხოვნებზე, ხოლო ობიექტებს მიეცემათ შესაძლებლობა კარგი სერვისი მიიღონ მათი განვითარების საწყის ეტაპზე უფასოდ, ხოლო როცა გაიზრდებიან და მოთხოვნებიც გაეზრდებათ, ჩვენი პროფესიონალური პაკეტი შემდეგ ეტაპზე გადასვლაში დაეხმარებათ.
საქართველოზე გაჩერებას არ ვაპირებთ, რადგან გვაქვს საუკეთესო პროდუქტი საერთაშორისო პოტენციალით. მომავალი წლიდან რეგიონის ბაზრებზე შევალთ. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ Amazon-თან, რათა გლობალური ტექნოლოგიური მხარდაჭერა გვქონდეს. კარგად ვიცით, რომ ქართული სამზარეულო მსოფლიოში აღიარებულია, ჩვენი კვების ობიექტების ბაზარი ძლიერია და მზარდია და აქ დაგროვილი ცოდნა და აქ შექმნილი პროგრამული პროდუქტი აუცილებლად წარმატებული იქნება საზღვრების გარეთაც.