in ,

როგორია ტურისტული კოსმოსური ხომალდის ინტერიერი – ფოტო/ვიდეო

კომპანია Virgin Galactic-მა, რომლის მიზანიც კოსმოსში ტურისტების გადაყვანაა, სუბორბიტული ტურისტული ხომალდის ინტერიერი წარადგინა. ეს არის ექვსადგილიანი SpaceShipTwo, რომლის დიზაინზეც კომპანიამ სააგენტო Seymourpowell-თან ერთად იმუშავა.

მართალია, ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად როდის შეძლებს ხომალდი კოსმოსში ტურისტების გაყვანას, თუმცა, ტესტირებების მიხედვით, Virgin Galactic ამ მიზანთან საკმაოდ ახლოსაა. ამჟამად, ხომალდზე ადგილი 600-მდე ადამიანს აქვს დაჯავშნილი, 6 ადგილიან SpaceShipTwo-ზე მოსახვედრი ერთი ბილეთი კი, დაახლოებით, 250 000 დოლარი ღირს.

ხომალდში მყოფ კოსმოსურ ტურისტებს პილოტებთან კომუნიკაცია შეეძლებათ, გარდა ამისა, ფრენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას სავარძლების უკან განთავსებული ეკრანებიდან მიიღებენ. თვითონ სავარძლები კი, მათი კომფორტისთვის, უკან იხრება. SpaceShipTwo-ს 12 დიდი ფანჯარა აქვს, რომლიდანაც მგზავრები დედამიწისა და კოსმოსის ხედებს ერთდროულად ნახავენ.

Space.com-ის ცნობით, ხომალდი SpaceShipTwo დედამიწიდან 15 000 მეტრის სიმაღლეზე ერთგვარი თვითმფრინავის – WhiteKnightTwo-ს დახმარებით აფრინდება. ამის შემდეგ, ხომალდი მისგან განცალკევდება, სპეციალურ ძრავს ჩართავს და სუბორბიტულ კოსმოსში გადაადგილებას დაიწყებს. როგორც უკვე ვთქვით, ჯერ არ ვიცით ეს როდის მოხდება.

“აჭარაბეთის“ მხარდაჭერით Startup World Cup-ის ღონისძიებას საქართველო მასპინძლობს

Microsoft-ის ახალი აპლიკაცია ბავშვის ციფრული აქტივობების მართვაში დაგეხმარებათ