25
Jun
2019

„კოსმოსური დაკრძალვა“ – Falcon Heavy-მ კოსმოსში 152 ადამიანის ფერფლი წაიღო

25 Jun 2019

24 ივნისს, SpaceX-მა კოსმოსში მესამედ გაუშვა რაკეტა Falcon Heavy და თან, 24 სატელიტთან ერთად, 152 ადამიანის ფერფლი გაატანა. კოსმოსში ფერფლის წაღების სერვისი კომპანია Celestis Memorial Spaceflights-მა უზრუნველყო. მან მოაგრავა კოსმოსში ფერფლის გაფანტვის მსურველების – ინჟინრების, ასტრონავტების, მწერლებისა თუ მსახიობების ფერფლი. „კოსმოსური დაკრძალვის“ ფასი, ერთ გრამ ფერფლზე, 5 000 დოლარი იყო.

მისიას Space Test Program-2 (STP-2) ერქვა და Business Insider-ის ცნობით, 24 ივნისის 11:30 p.m-დან, 25 ივნისის 2:30 a.m-ამდე გრძელდებოდა.

Falcon Heavy-მ ორბიტაზე Celestis Memorial Spaceflights-ის მომხმარებლების ფერფლი გაიტანა. ეს კომპანია მუდმივად ყიდულობს კოსმოსურ ხომალდებზე თავისუფალ ადგილს, რომელშიც კაფსულებს ათავსებს, კაფსულებში კი მისი გარდაცვლილი მომხმარებლების კრემაციის შედეგად მიღებული ფერფლია მოთავსებული.

განხილვა