გუშინ, Space Adventures-თან დადებული შეთანხმების მიხედვით, 2021 წლის ბოლოს, ან 2022 წლის დასაწყისისთვის, SpaceX ხომალდ Crew Dragon-ით კოსმოსში ოთხ მსურველს გაიყვანს. უცნობია, რა იქნება ბილეთის ფასი, თუმცა ვიცით, რომ ეს იქნება ორბიტალური ტურიზმის პირველი შემთხვევა. ტურისტები დედამიწას ორჯერ, ან სამჯერ შემოუფრენენ.
აქამდე მსგავსი მცდელობა გვინახავს, მაგალითად, მილიარდელ იუსაკუ მაეზავას შემთხვევა, თუმცა, მოგზაურობა გადაიდო. ზემოხსენებული შეთანხმების საფუძველი კი, სავარაუდოდ, Crew Dragon-ის საევაკუაციო სისტემის გამოცდის წარმატებით ჩავლა უნდა იყოს. უსაფრთხოების სისტემა ისეა მოწყობილი, რომ საფრთხის შემთხვევაში, ასტრონავტების (თუ უკვე ასტროტურისტების) სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი გახდეს.













