in ,

ისტორიული ფრენა შესრულდა – SpaceX-მა ასტრონავტები კოსმოსში გაიყვანა

ისტორიაში პირველად, კერძო კომპანია SpaceX-მა ასტრონავტების დედამიწის ორბიტაზე გაყვანა შეძლო, NASA-მ კი, 2011 წლის შემდეგ, რუსეთისგან დამოუკიდებლად, პირველად სწორედ დღეს გაგზავნა ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ (ISS). ფრენა, თავდაპირველად, 27 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა, უამინდობის გამო, მისიის დაწყებამდე 17 წუთით ადრე გადაიდო. დღეს, 30 მაისს კი, თბილისის დროით 23:22-ზე, SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Crew Dragon ორბიტაზე რაკეტა მატარებელმა Falcon 9-მ გაიყვანა. მანამ, სანამ მისია დასრულდება, ასტრონავტებმა Crew Dragon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე უნდა მიაღწიონ, ამისათვის კი თითქმის ერთი დღე (19 საათზე მეტი) დასჭირდებათ. მანამდე კი, აფრენიდან 10 წუთში, მრავალჯერადი რაკეტა Falcon 9 უკვე დაეშვა დედამიწაზე, ოკეანეში მონიშნულ სპეციალურ ადგილას.

მოვლენას ბევრი სარგებელი აქვს, მათ შორის კი ერთ-ერთი მთავარია კოსმოსში გამგზავრების ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება. დღეს, ფაქტობრივად, გაჩნდა კოსმოსში გამგზავრების ახალი პრაქტიკა – მრავალჯერადი რაკეტა Falcon 9-სა და ხომალდ Crew Dragon-ის საშუალებით. ეს იყო პირველი პილოტირებული ფრენა, რომელიც Crew Dragon-ით შესრულდა. შეგახსენებთ, რომ SpaceX-ის Falcon 9-მდე, კოსმოსში გაგზავნილი რაკეტები უკან ვერ გვიბრუნდებოდნენ და კოსმოსურ ნაგავად იქცეოდნენ, რაც ორბიტის დაბინძურების გარდა, კოსმოსში გამგზავრების უზარმაზარ ხარჯებს წარმოშობდა. Falcon 9-ში გამოყენებული ტექნოლოგია კი არამხოლოდ ასტრონავტების ახლებურ მგზავრობას უზრუნველყოფს, არამედ კოსმოსურ ტურიზმსაც ხდის რეალურს.

ამჟამად, NASA-ს ასტრონავტები – რობერტ ბენკენი და დაგლას ჰარლი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ მიემართებიან.

ქართული Covid 2.0 რეალობა

19 საათიანი ფრენის შემდეგ – NASA-ს ისტორიული მისიის მონაწილეები კოსმოსურ სადგურზე არიან