in

Astrolabs, SpaceX-თან ერთად, მთვარის ზედაპირზე როვერის გაგზავნას გეგმავს

Astrolabs-ის სტარტაპმა SpaceX-თან კონტრაქტი გააფორმა, რათა თავისი როვერი მთვარეზე 2026 წელს Starship-ის რაკეტის ბორტზე გაგზავნოს. იმედოვნებენ, რომ FLEX-ის (Flexible Logistics and Exploration) როვერი 5000 კილომდე ტვირთის ნაწილი გახდება, რომელსაც მთვარის ზედაპირზე მიიტანენ. მთლიანობაში, გეგმები საკმაოდ ამბიციურია — კონკრეტულად კი, მიზანი როვერის მთვარის სამხრეთ პოლუსზე მოხვედრაა. 

M2
M2

„რადგანაც მოცემულ წელიწადში ჩვენს როვერს რამდენიმე ათასი კილომეტრის გავლა შეუძლია, ნაკლებად სენსიტიურები ვართ დაშვების საკითხის მიმართ, მაგრამ მაინც ვფიქრობთ, რომ აქტივობების დიდი ნაწილი სამხრეთ პოლარულ რეგიონში მოხდება“, — აცხადებს ჯარეტ მეთიუსი, Astrolab-ის ხელმძღვანელი.

თუმცა ზუსტად რას გააკეთებს FLEX? თითქოს, ეს კითხვა უპასუხოდ რჩება… Astrolab დარწმუნებულია, რომ როვერი ნავიგაციას შეძლებს მაშინ, როცა მისი მომავალი პარტნიორები მისიის სამეცნიერო ნაწილზე იზრუნებენ. საინტერესოა ისიც, რომ სტარტაპი როვერს ნასას Lunar Terrain Vehicle-ის (LTV) კონკურსში გაიყვანს, რათა ნახოს, შეუძლია თუ არა Artemis-ის მისიების ნაწილიც გახდეს. 

„ჩვენ გვინდა მთვარის UPS, FedEx და Uber გავხდეთ“, — ამბობს მეთიუსი.

მაგრამ სანამ იგი თავის როვერს მთვარის ზედაპირზე დაუშვებს, SpaceX-მა უნდა დაამტკიცოს, რამდენად ძლიერი გამშვები პლატფორმა აქვს, რაც ნამდვილად არ არის მარტივი საქმე…

WE DO – ინოვაცია სამშენებლო ინდუსტრიაში

Alpaca გირჩევთ: როგორ გამოიყენოთ ყველაზე ძიებადი სიტყვები თქვენი ბიზნესისთვის