in

SpaceX ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Cursor-ს 60 მილიარდ დოლარად ყიდულობს

Lenovo
Lenovo

კომპანია SpaceX-ი ყიდულობს AI სტარტაპ Cursor-ს აქციების გაცვლის გზით, 60 მილიარდ დოლარად. ეს მსხვილი გარიგება კოსმოსური გიგანტის ისტორიული საჯარო განთავსებიდან სულ რამდენიმე დღეში შედგა.

შესყიდვის მთავარი მიზანი SpaceX-ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის გაძლიერებაა, რომელიც ილონ მასკის კომპანია xAI-ის ბაზაზე შეიქმნა. კომპანიას სურს, ამ ნაბიჯით წამყვან AI ლაბორატორიებს დაეწიოს. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულება აქციების განთავსებისას ინვესტორებისთვის მიცემული მთავარი დაპირება იყო, დეპარტამენტი ახლა სერიოზული რესტრუქტურიზაციის პროცესშია. ეს ყველაფერი xAI-ის გარშემო აგორებულ რეპუტაციულ სკანდალებსა და სასამართლო დავებს უკავშირდება, მათ შორის ჩატბოტ Grok-ის მიერ არაკონსენსუალური ყალბი ინტიმური ფოტოების გენერირებას.

Cursor-ი 2022 წელს დაფუძნდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, AI კოდირების ბუმის პარალელურად, კოსმოსური სისწრაფით განვითარდა. მან OpenAI-ის აქსელერატორი გაიარა და SpaceX-ის შემოთავაზებამდე მისი ფასი დაახლოებით 29 მილიარდ დოლარს შეადგენდა. კურსორი ისეთი მსხვილი ფონდებისგან, როგორებიცაა Andreessen Horowitz-ი და Nvidia, 2 მილიარდი დოლარის საინვესტიციო რაუნდის დახურვასაც გეგმავდა, თუმცა მასკის კომპანიამ ჯერ კიდევ აპრილში დადო პირობა – ის სტარტაპს ან 60 მილიარდად შეისყიდდა, ან გარიგების ჩაშლისას 10 მილიარდ დოლარს გადაიხდიდა.

SpaceX-ის ინტერესი სტარტაპის მიმართ მას შემდეგ გაღრმავდა, რაც xAI-მა კურსორის წამყვანი ინჟინრები გადაიბირა და მას საკუთარი მონაცემთა ცენტრები მიაქირავა. ეს სტრატეგია ძალიან ჰგავდა იმ გარიგებებს, რომლებიც SpaceX-მა ბირჟაზე გასვლამდე Anthropic-თან და Google-თან გააფორმა.

IPO-ს მომზადებისას SpaceX-მა ინვესტორები დაარწმუნეს, რომ ბრენდის პოტენციური ბაზარი დაახლოებით 28 ტრილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც 26 ტრილიონი სწორედ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მოდის. ახლა კომპანია ამ დაპირებების შესრულებას სწორედ კურსორის ტექნოლოგიური რესურსით გეგმავს. საფონდო ბირჟაზე გასვლის შემდეგ, SpaceX-ის აქციების ფასი 135 დოლარიდან 200 დოლარამდე გაიზარდა, რამაც ბრენდის ღირებულებას სულ რამდენიმე დღეში თითქმის 1 ტრილიონი დოლარი – ანუ დაახლოებით 16 კურსორის ტოლფასი ფასი შემატა.

წყარო: Techcrunch

L’Oréal Paris ახალ თაობას Legally Blonde-ს ახსენებს

Kia საქართველო x FIFA World Cup 2026 — „მოძრაობა, რომელიც გვაერთიანებს”