in

SpaceX კოსმოსის პირველ ტურისტს მთვარის გარშემო ამოგზაურებს!

ახლა ჩვენ დენის ტიტოზე უნდა ვისაუბროთ, პირველ მოქალაქეზე, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 2001 წელს ესტუმრა. 21 წლის შემდეგ კი, უკვე მეუღლე აკიკო ტიტოსთან ერთად მოგზაურობას მთვარის გარშემო გეგმავს. ამ ინფორმაციას SpaceX-იც კი ადასტურებს. 

გამომდინარე აქედან, ტიტოს მსოფლიოში კოსმოსის პირველი ტურისტის სტატუსსაც მიაწერენ. ხოლო, თუ ცნობებს დავუჯერებთ, იგი თავდაპირველად ISS-ში რუს ასტრონავტებთან ერთად გაფრინდა, მას შემდეგ კი მთვარე მისი მთავარი სამიზნე გახდა. სავარაუდოდ, ეს გეგმა უახლოეს რამდენიმე წელიწადში განხორციელდება, როგორც კი SpaceX მთვარეზე თავისი Polaris პროგრამით რაკეტებს გაგზავნის… 

აარტი მეთიუსი, Starship Crew-ისა და Cargo Programs-ის დირექტორი, ამბობს, რომ იქ მისვლას და დაბრუნებას ერთი კვირა დასჭირდება, აქედან სამი დღე კი უშუალოდ მთვარის გარშემო ერთი რაუნდის დასასრულებლად იქნება საჭირო. ისინი Starship-ის კოსმოსური ხომალდით გაფრინდებიან, რომელიც ზედაპირიდან 201 კილომეტრის მანძილზე იფრენს. 

საინტერესოა ისიც, რომ ადრე SpaceX-მა მილიარდერებს ჯარედ ისააკმანსა და იუსაკუ მაეზავას ორი განსხვავებული მოგზაურობა მიჰყიდა, სადაც მათ ყველა ადგილი შეიძინეს. ეს უკანასკნელი კი ის არის, რაც ტიტოს მისიას განსაკუთრებულს ხდის, ოღონდ მან ყველა კი არა, უბრალოდ ორი ადგილი შეიძინა — ერთი მისთვის, მეორე კი ცოლისთვის. დიახ, 10 ადგილი ჯერ კიდევ თავისუფალია… 

ბუნებრივია, ეს ამბავი მთვარეზე ფრენების კომერციალიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, სადაც ადგილების შეძენა უკვე ინდივიდუალურად არის შესაძლებელი.

დიზაინისა და ანიმაციის მოთხოვნადი კურსები, რომელთა შესწავლაც სმარტ აკადემიაში შეგიძლიათ

Microsoft Office-ის სახელისა და ლოგოს რებრენდინგი