14
Jan
2019

SpaceX 600 თანამშრომელს შეამცირებს

14 Jan 2019

ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX დასაქმებულების რაოდენობას 10%-ით შეამცირებს, რაც დაახლოებით 600 თანამშრომელს უდრის. აღნიშნულის შესახებ კომპანიამ პარასკევს განაცხადა. ამის შესახებ Reuters წერს.

იმისათვის, რომ მოვემსახუროთ ჩვენს კლიენტებს და ვიყოთ წარმატებულები პლანეტათაშორისი ტრანსპორტისა თუ გლობალური ინტერნეტის განვითარების საკითხში, SpaceX უნდა იქცეს უფრო კომპაქტურ კომპანიად, ვიდრე ახლაა. ჩვენ მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელება ცალ-ცალკეც რომ ავიღოთ, ძალიან დიდ ხარჯს უკავშირდება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, SpaceX-ში 6 000 ადამიანი მუშაობს.

განხილვა