in

SpaceX, Falcon 9-ის 3 რაკეტის გაშვებით, ახალ რეკორდს დაამყარებს

პირველი აფრენა ორშაბათს შესრულდა

კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი კომპანია SpaceX კვირას განსაკუთრებულად იწყებს. ილონ მასკის კომპანია მომდევნო 2 დღეში სამი Falcon 9-ს რაკეტის გაშვებას აპირებს. 

პირველი აფრენა ორშაბათს შესრულდა. რაკეტამ, რომელზეც იტალიის სათვალთვალო თანამგზავრი დგას, კეიპ კანავერალის კოსმოსური ძალების სადგური 18:41 საათზე დატოვა. შემდეგი Starlink კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაეშვება. ეს პროცესი კი ოთხშაბათს, ეროვნული დაზვერვის ოფისის, კალიფორნიის მისით დასრულდება. 

გაშვება გასულ კვირას უნდა შესრულებულიყო, თუმცა ცუდი ამინდის გამო გადაიდო. შემდეგ კი საკრუიზო გემის შემოსვლამ შეაფერხა. პორტი კანავერალი და სანაპირო დაცვა ადასტურებენ, რომ საკრუიზო გემი, რომელმაც SpaceX-ის გაშვების ზონა დაარღვია, Harmony of the Seas — სამეფო კარიბის ზღვის გემი იყო. SpaceX-მა რაკეტის გაშვება ძრავის აალებამდე სულ რაღაც 30 წამით ადრე გააუქმა.

თუ კომპანია სამ გაშვებას 48 საათზე ნაკლებ დროში მოახერხებს, ის ახალ რეკორდს დაამყარებს. სამივე გაფრენა პირდაპირ ეთერში, დაწყებამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე გადაიცემა.

შეგვიძლია, “Don’t Look Up”-ის სცენარი თავიდან ავიცილოთ — კვლევა

ნახეთ, როგორია N1 de Chanel-ის ბიოდეგრადირებადი შეფუთვა