in

2022 წელს SpaceX კოსმოსში 52 რაკეტის გაშვებას გეგმავს!

SpaceX 2022 წელს კოსმოსში 52 ხომალდის გაშვებას აპირებს. თუ ილონ მასკის კომპანია დასახულ მიზანს მიაღწევს, გამოვა, რომ ის კოსმოსურ მისიას საშუალოდ კვირაში ერთხელ განახორციელებს და თავისივე რეკორდს (31 გაშვება) გააუმჯობესებს. 

“წელიწადში 52 გაშვება ამბიციური განაცხადია, ეს წარმოუდგენელი მაჩვენებელია. NASA და SpaceX ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა საკუთარი წარმატების მსხვერპლად არ იქცნენ”, —  განაცხადა სანდრა მაგნუსმა, ასტრონავტმა და ამერიკის აერონავტიკისა და ასტრონავტიკის ინსტიტუტის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა

SpaceX-მა წელს უკვე სამი Falcon 9-ის გაშვება 6-დან 19 იანვრამდე განახორციელა და 28-ში კიდევ ერთს გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ კომპანია კვირაში ერთი რაკეტის გაშვების გზაზე უკვე დგას. 

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია 2021 წელს 48 გაშვებას ისახავდა მიზნად. მათგან მხოლოდ 31 განხორციელდა, თუმცა გაწეულმა ხარჯებმა და მისიების რაოდენობამ მაინც რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 

SpaceX-მა ყველაზე მცირე რაოდენობის — 13 კოსმოსური მისია 2019 წელს განახორციელა. 

Dell Technologies ახალი ბიზნეს ლეპტოპებით მეტ მობილურობასა და საიმედოობას გვთავაზობს

NFT პლატფორმაზე საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა” გამოჩნდა