in

2022 წლისთვის SpaceX რაკეტების გასაშვებად მცურავ პლატფორმებს შექმნის

მათ დეიმოსი და ფობოსი ერქმევათ

veon
veon

ალბათ, უკვე ყველანი შევეჩვიეთ ფაქტს, რომ SpaceX გამუდმებით გვაოცებს თავისი ინოვაციური იდეებით. ახლა კი ილონ მასკმა რაკეტების კოსმოსურ სივრცეში გაშვების პირველი საზღვაო პლატფორმის მშენებლობა დაადასტურა.

მასკის განცხადების თანახმად, მცურავი კოსმოსური პორტი Deimos-ის სახელით იქნება ცნობილი. მართალია, ეს სულაც არ არის კოსმოდრომის ყველაზე კრეატიული სახელწოდება, თუმცა სიმბოლურად მარსის ყველაზე პატარა და შორეულ თანამგზავრს უკავშირდება, რომლის მნიშვნელობაც ბერძნულ მითოლოგიაში შიშს განასახიერებს.

აღსანიშნავია, კომპანია მეორე კოსმოსურ აეროპორტსაც შექმნის, სახელწოდებით “ფობოსი”, როგორც დეიმოსის მსგავსად, მარსის ერთ-ერთი მთვარე. როგორც ჩანს, ილონ მასკი თავის მისიებს მჭიდროდ უკავშირებს წითელ პლანეტას… ორივე პორტს სამი ძირითადი გემბანი ექნება, რომლის ზომაც 73×78 მეტრზეა.

ამ ეტაპზე ოკეანის კოსმოსური პორტის მშენებლობა პროცესშია და როგორც ცნობილია, მომავალი წლისთვის უკვე მზად იქნება. ასე რომ, მომავალში დედამიწის ორბიტის, მთვარისა და მარსის მისიები სწორედ აქედან დაიწყება, რაც უფრო მეტ უსაფრთხოებას გულისხმობს.

მანქანა გულწრფელი დიზაინით – პორშეს შექმნის ისტორია

ქართული პროექტი “სიზმრების რუკა” – როგორ სიზმარს ხედავს სხვადასხვა ქალაქი?